ტელეკომპანია HBO-მ “სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონის რელიზის თარიღი დაანონსა. მერვე სეზონი 2019 წლის აპრილში გამოჩნდება ეკრანებზე, რომელიც მხოლოდ ექვს სერიას მოიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული სერია უფრო ხანგრძლივი იქნება ვიდრე წინა სეზონებში და მაყურებელი იხილავს ისეთ ბრძოლის სცენებს, როგორიც არასდროს უნახავთ! კონკრეტული თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ანონსი მასტიმულირებელი ვიდეოს მეშვეობით მოხდა, რომელიც მოიცავს წინა სეზონის კადრებსა ტექსტს, რომელიც ჟრუანტელს მოგგვრით:

“თოთოეული ბრძოლა.
თითოეული ღალატი. 
თითოეული რისკი.
თითოეული ჩხუბი.
თითოეული თავგანწირვა. 
თითოეული სიკვდილი. 
ყველაფერი მხოლოდ ტახტისათვის!”