თმა ქალის უცვლელი სამკაულია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სუფთა, ჯანმრთელი და მოვლილია.

ცხიმიანი თმის მოვლა: თმის ხშირი გაცხიმიანების თავიდან ასაცილებლად და საცხიმე ჯირკვლების მოქმედების შესაზღუდად, რაც შეიძლება დიდხანს უნა დაიბანოთ თავი თბილი ან ცხელი წყლით. ასეთი დაბანის შემთხვევაში თქვენი თმა არ იქნება მბზინავი ან რილი, თუმცა აუცილებლად მოგიწესრიგებთ საცხიმე ჯირკვლების მოქმედებას.

კვერცხის ცილის კომპრესი: 2-3 კვერცხის ცილა ათქვიფეთ სქელი მასის მიღებამდე და შეიძილეთ თავის კანში. დატოვეთ სრულ გაშრობამდე. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ და გოგირდის საპნით დაიბანეთ.

საფუარის კომპრესი: 20-50 გრ. ახალი საფუარი გახსენით ცოტაოდენ თბილ წყალში ფაფისებური მასის მიღებამდე, დაუმატეთ 1 კვერცხის ცილა და კარგად ათქვიფეთ სქელი “ღრუბლის” მიღებამდე და შეიზილეთ თმის ძირებში.

სამკურნალო ბალახების კომპრესი: მოამზადეთ ბალახების (ჭინჭარი, გვირილა) ნახარში და აურიეთ ათქვეფილი კვერცხის ცილაში. შეიზილეთ თმის ძირებში და ჩამოიბანეთ.

მშრალი თმის მოვლა: მშრალი თმის ხშირი დაბანა არ შეიძლება, ეს თქვენს კანს კიდევ უფრო გამოაშრობს. სასურველია გამოიყენოთ მცენარეული ზეთები. მაგალითად: ზეითუნის, ნიგვზის, სელის, თალგამის, აბუსალათინის, მზესულმზირის. აურიეთ ყველა ეს ზეთი და შეიზილეთ თმის ძირებში. შეგიძლიათ ისარგებლოთ კვერცხის გულით. დაიტოვეთ თმახე მის სრულ შეშრობამდე და ჩამოიბანეთ.

-რამდენიმე ზეთის კომპრესი: აბუსალათინის ზეთის(ნარევის 80%-85), F ვიტამინის (5%), ლეციტინის (10-15%)ზეთები კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით თმაზე. შეიხვიეთ ჯერ პოლიეთილენით, შემდეგ პირსახოცით. 30 წუთის შემდეგ თავი ჩამოიბანეთ.