2018 წლის გაზაფხულიდან შვედეთში უკვე მრავალი ადამიანი დაიჩიპა.  პატარა ქირურგიული ოპერაციით ჩიპი თავსდება საჩვენებელ და ცერა თითს შორის. თუ ჩიპი წინა წელს მხოლოდ 100 ადამიანს ჰქონდა, მაშინ დღესდღეობით ეს რიცხვი უკვე 4000 უტოლდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩიპის მსურველთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

ჩიპის მთავარი მახასიათებლები:

  1. ჩიპი, ესაა ერთგვარი ელექტრონული საფულე, რომელიც არც სხვაგან დაგრჩება და არც სადმე დაგეკარგება. მან ჩაანაცვლა საკრედიტო და სამგზავრო ბარათები. ადამიანს  მაღაზიაში თანხის გადახდა შეუძლია ტერმინალზე ხელის მიდებით.
  2. ჩიპი ისეთივე პატარაა, როგორც ბრინჯის მარცვალი.
  3. ჩიპისა და ხელში ჩადგმის პროცედურის ფასი შეადგენს 180 დოლარს, თუმცა ზოგიერთი კომპანია თავის თანამშრომლებს სურვილის შემთხვევაში აფინანსებს.
  4. ჩიპს არ აქვს GPS ტრეკერი, შესაბამისად მას არ შეუძლია დაადგინოს ადამიანის ადგილსამყოფელი.
  5. ჩიპიდან პერსონალური ინფორმაციის მოპარვა თიითქმის შეუძლებელია, რადგან ჩიპი რიდერიდან მხოლოდ 7 ინჩის დაშორებით მუშაობს. ასევე მას არ შეუძლია ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა სხვა მოწყობილობისთვის.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ შვედებმა ჩიპის მეშვეობით კარი გაუღეს ახალ ციფრულ ერას. გარდა ამისა ამბობენ, რომ ის ნამდვილად მოსახერხებელია.

ამ ახალ გამოგონეაბსა ადამიანთა ნაწილი აკრიტიკებს. სკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ უპირველეს ყოვლისა, არ არსებობს გარანტია, რომ ადამიანების პირადი ინფორმაცია დაცული იქნება. მეორე, ადამიანთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ მომავალში ჩიპს ექნება GPS ტრეკერი და შეძლებს ადამიანის გაკონტროლებას. რატომ აფინანსებენ დიდი კომპანიები თავიანთ თანამშრომლებს? იქნებ იმიტომ, რომ დამსაქმებელს აქვს სურვილი გაიგოს სად იმყოფება მის მიერ დასაქმებული.

შესაძლებელია ეს მართლაც მოსახერხებელი ხელსაწყოა. სანამ ჯიბიდან ამოვიღებთ ჩვენს დიდ ტელეფონს, მოვძებნით Apple Pay-ს ან Google Pay app-ს, ან უარესი, სანამ საფულეს ვიპოვით ჩანთაში, რომლის დაკარგვაც მარტივია, შეგვიძლია უფრო მარტივად და სწრაფად გამოვიყენოთ ჩიპი. მაგრამ, ნუთუ ეს სიმარტივე, სისწრაფე ღირს თავისუფალ ნებად? მზად ვართ გავცეთ პირადი ინფორმაცია ცხოვრების გასაიოლებლად?

დააკომენტარე, რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით.