ზოგიერთი მწერლის შემოქმედება იმდენად ფანტასტიკურია, რომ გვაფიქრებს, როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი რამ მოაფიქრდეს?! არის შემთვევევები, როცა მწერალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დახმარებით სხვა “სამყაროში გადადის” და ნანახ გარემოს აღგვიწერს

  1. სტივენ კინგი

სტივენ კინგი არ ცდილობს იმ ფაქტის დამალვას, რომ თავისი წიგნების უმრავლესობა  კოკაინის ზემოქმედების ქვეშ დაიწერა. უფრო მეტიც, მას არც კი ახსოვს წიგნების წერის პერიოდი.  მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში წერს, რომ ის კოკაინს მოიხმარდა 1978 წლიდან 1986 წლამდე. ამ პერიოდში დაწერა ათამდე  ნოველა.

2. კენ კიზი

View this post on Instagram

#კენკიზი #kenkesey

A post shared by Breaking (@breakingers) on

1959 წელს კენ კიზი მუშაობდა ჰოსპიტალში ფსიქოლოგის ასისტენტად (წიგნი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ დაფუძნებულია მის ამდროინდელ მოგონებებზე). ის მონაწილეობდა სხვადასხვა ექსპერიმენტში. ისინი იკვლევდნენ LSD-ს ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. 1964 წელს კენ კიზიმ წიგნით Merry Pranksters-ით, რომელის მიზანი LSD-ის პოპულარიზაცია იყო, ნამდვილი ფსიქოლოგიური რევოლუცია მოახდინა.

3. ჟან პოლ სარტრი

View this post on Instagram

#ჟან_პოლ_სარტრი #jeanpaulsartre

A post shared by Breaking (@breakingers) on

ენ კოენი-სოლალმა დაწერა სარტრის, დიდი ეგზისტენციალისტის, ბიოგრაფია. მას თუ დავუჯერებთ, სარტრის ყოველდღიური დიეტა ასეთი იყო: 2 კოლოფი სიგარეტი, რამდენიმე თამბაქოს ღერი, ¼ ძლიერი ლიქიორის ბოთლი, 200 მილიგრამი ამფეტამინი, 15 გრამი ასპირინი, ერთი შეკვრა ბარბიტურატი. ასეთი დიეტის ფონზე მწერალმა ძალიან, ძალიან დიდხანს იცოცხლა- ის 74 წლის გარდაიცვალა.

4. ვლადიმერ მაიაკოვსკი

იყო დრო, როცა რუსეთში კოკაინის შოვნა უფრო მარტივი იყო, ვიდრე ერთი ბოთლი არყის. მშრალმა კანონმა აკრძალა ალკოჰოლური სასმელი, თუმცა არ არსებობდა წესი, რომელიც კოკაინის მოხმარებას შეასუსტებდა. ეს ფსიქოტროპული ნივთიერება უკონტროლოდ იყიდებოდა. შეიძლება მითია ან სულაც ნამდვილი ამბავი, რომ დიდი რომანისტი ვლადიმერ მაიაკოვსკი წერის დროს კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იყო. არის წყაროები, რომლებიც ამ შეხედულებას უარყოფს, თუმცა ვინ იცის?!

5. ჩარლზ დიკენსი

View this post on Instagram

#დიკენსი #charlesdickens

A post shared by Breaking (@breakingers) on

დიკენსი ვიქტორიანულ პერიოდში მოღვაწეობდა. ეს ის დროა, როცა ფსიქოაქტიური ნივთიერებები (ოპიუმი, კოკაინი) არ იკრძალებოდა, პირიქით, პოპულარული იყო და მას ხშირად მოიხმარდნენ ანტიდეპრესანტად. ცნობილია, რომ ეს დიდებული მწერალი ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო. დიკენსის ახლო მეგობრები იხსენებდნენ, რომ ის ხშირად იქცეოდა უცნაურად და აწუხებდა ილუზიები.

6. ლუის კეროლი

View this post on Instagram

#ლუისკეროლი

A post shared by Breaking (@breakingers) on

ლუის კეროლიც ასევე ვიქტორიანულ პერიოდში ცხოვრობდა. ის ხშირად იყენებდა ლავანდას (ოპიუმი და ალკოჰოლი), როგორც მკურნალობის მეთოდს. კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ალისა საოცრებათა ქვეყანაში ლავანდის ზემოქმედების ქვეშაა დაწერილი. უფრო მეტიც, წიგნი აღწერს დიკენსის ილუზიებს, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებით იხილა.

7. ზიგმუნდ ფროიდი

View this post on Instagram

#ფროიდი #sigmundfreud

A post shared by Breaking (@breakingers) on

1884 წელს ზიგმუნდ ფროიდი იკვლევდა კოკაინის ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. მან მომდევნო სამი წლის განმავლობაში გამოაქვეყნა მეცნიერული ნაშრომი. ფროიდი იმდენად განცვიფრებული იყო კოკაინის შესაძლებლობებით, მისი ეფექტებით, რომ ამ ფსიქოაქტიური ნივთიერების  გამოყენებას ურჩევდა თავის ცოლსა და მეგობრებს. თუმცა მოგვიანებით გაანალიზა, რომ კოკაინი არც იმდენად უსაფრთხო იყო, როგორც ფიქრობდა.

8. მიხეილ ბულგაკოვი

View this post on Instagram

#ბულგაკოვი #bulgakova

A post shared by Breaking (@breakingers) on

1916-1917 წლებში ბულგაკოვი ექიმად მუშაობდა. ამ პერიოდში მან პირველად გამოიყენა მორფინი ტკივილის გასაყოჩებლად. ის  დიფტერიით იტანჯებოდა. ბოლგაკოვმა თვითმკურნალობით 1921 წელს დაამარცხა ავადმყოფობა. 1927 წელს კი თავისი მოგონებები აღწერა წიგნში- მორფინი. დიახ, მწერალს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ  ნოველა არასდროს დაუწერია.