ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდმა, ფულემმა, ახალ მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დანიშნა. ამ დროისთვის “ფულემს” 12 თამაშიდან 5 ქულა დაუგროვდა, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ, დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა რანიერის გუნდში მოყვანა.

კლაუდიო რანიერის ყველაზე დიდი მიღწევა ლესტერისთვის “პრემიერ ლიგის” პირველი ტიტულის მოპოვებაა, რამაც მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა. ამის გარდა, რანიერს  კარიერის მანძილზე 17 გუნდში აქ ნამუშევარი, რაც სამ ათწლეულს ითვლის.