Home კატეგორიის გარეშე 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიაროთ ფეხით დღეში 30 წუთი მაინც

7 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიაროთ ფეხით დღეში 30 წუთი მაინც

“სიარული არის ადამიანის საუკეთსო მკურნალი” ამბობდა ჰიპოკრატე. ყოველდღიურად 15-30 წუთიც კი საგრძნობლად აუმჯობესებს, როგორც ადამიანის გარეგნობას, ასევე მის ჯანმრთელობას. ნუ გაგაზარმაცებთ მანქანა! სადაც შეგიძლიათ, რომ ფეხით იაროთ, ნუ დაგეზარებათ. ამით თქვენს ჯანმრთელობაზეც იზრუნებთ და ქალაქში ნაკლები საცობებიც გვექნება.

ახლა კი მინდა გითხრათ შვიდი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ვისეირნოთ დღეში ნახევარი საათი მაინც:

1. საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადების შანსებს
გულთან დაკავშირებული დაავადებები ძალიან ხშირია მსოფლიოში და თუნდაც ჩვენს ქვეყანაში. ყოველ დღე 30 წუთი სეირნობა აწესრიგებს გულსისხლძარღვთა სისტემას. ჰარვარდის პროფესორების კველვამ აჩვენა, რომ უბრალოდ სიარული 30%-ით ამცირებს გულის დაავადების ალბათობას.

2. გვიცავს სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი სიმსივნური დაავადებისგან. 
მეცნიერები ამბობენ, რომ 3 საათი ძუნძული ერთ კვირაში, საგრძნობლად ამცირებს კუჭნაწლავის და მკერდის კიბოს განვითარების შანსებს.

3. ზრდის ფილტვის მოცულობას
სიარული აერობიკული ვარჯიშის ერთერთი ფორმაა, რომელიც ზრდის ჟანგბადის ნაკადს სისხლძარღვებში და ავარჯიშებს თქვენს ფილტვებს. ასევე ხდება ტოქსინების განადგურება და ამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების შანსებს

4. აძლიერებს იმუნურ სისტემას
ჯანსაღი ორგანიზმი მზადაა დაიცვას საკუთარი თავი სხვადასხვა მიკრობებისგან და დაავადებებისგან. თუ დათვივით ზარმაცი ხარ და შენი კიდურები მთელი წლის განმავლობაში უმეტესად უმოქმედოა, მაშინ თქვენი იმუნური სისტემა ვერ დაგიცავთ სხვადასხვა დაავადებებისგან.

5. ტვინზე დადებითად მოქმედებს. 
დეპრესიის, მღელვარების ან შფოთვის მოხსნის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ხეტიალი. აბა სცადეთ სეირნობა ყურსასმენებით, ან თუნდაც ფოთლების შრიალს უსმინეთ, ღრმად ამოისუნთქეთ და ჩაისუნეთქეთ და იგრძნობთ თუ როგორ შორდება თქვენს ტვინს გადაფარებული ბურუსი.

6. რა თქმა უნდა, წონის დაკლებაში გვეხმარება!
ნებისმიერი სახის ფიზიკური მოქმედება ჩვენს ფორმის შენარჩუნებაში გვეხმარება. მართალია სიარულით “ბაკავიკებს” და მუცელზე კუბიკებს ვერ დაიყენებთ, მაგრამ კალორიების დაწვაში სერიოზულად დაგეხმარებათ.

7. ასაკში ძალიან მოხერხებულები იქნებით. 
თქვენ არ იქნებით ბებია ან ბაბუა, რომელსაც 10 წუთი დასჭირდება სკამიდან ასადგომად. თქვენ ის მოხუცი იქნებით, რომელიც შვილიშვილთან ერთად დარბის და თამაშობს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

Must Read

The Secret to Your Company’s Financial Health is Very Important

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

A Look at How Social Media & Mobile Gaming Can Increase Sales

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Boxtrade Lands $50 Million in Another New Funding Round with IBM

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Dell Will Invest $125 Billion in China’s Tech in the Next 5 Years

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Mobile Marketing is Said to Be the Future of E-Commerce

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...