დედოფალმა ელიზაბეტმა და პრინცმა ფილიპმა ერთმანეთი 1934 წელს პრინცესა მარინასა და პრინცი ჯორჯის ქორწილში გაიცნეს. სიყვარული კი ხუთი წლის შემდეგ ეწვიათ, მაშინ როცა ერთმანეთს ხელმეორედ შეხვდნენ სამეფო საზღვაო კოლეჯის შეხვედრაზე. ამის შემდეგ პრინცი ფილიპი და მისი მომავალი ცოლი ერთად ხშირად თამაშობდნენ ჩოგბურთს.

ჯონ ვილერ ბენეტი, რომელიც პრინცის ბიოგრაფიას წერს, ამბობს რომ, ელიზაბეტს ფილიპი პირველივე ნახვით გულში ჩაუვარდა.

ისინი 1947 წლის 9 ივლისს დაინიშნენ და ამავე წლის 20 ნოემბერს დაქორწინდნენ. პრინცესა ელიზაბეტი, მომავალი დედოფალი, სამეფო ოჯახის მეათე წევრი იყო, რომელმაც ვესტმისტერის სააბატოში იქორწინა.

ელიზაბეტის საქორწინო კაბა ნორმან ჰარტნელმა შექმნა. კაბა მორთული იყო 10 ათასი ცალი მარგალიტითა და ბზინვარე კრისტალით. ელიზაბეტმა კაბის დიზაინი შეარჩია ქორწილამდე სამი თვით ადრე.

ქორწილის შემდეგ პრინცი ფილიპი ედიმბურგის ლორდის ტიტული მიიღო. 5 წლის შემდეგ კი ელიზაბეტი ინგლისის დედოფალი გახდა.

ერთად მათ აღნიშნეს ქორწილის ვერცხლის, ოქროს და ბრილიანტის იუბილე.