ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 1892 წელს საქართველოში თომას ოლივერი ჩავიდა და გურული მოჯირითეები შეარჩია ველური დასავლეთის შოუსთვის. ბახვში მცხოვრებ ივანე მახარაძეს, ზედმეტსახელად- მათრახას,  შეუთანხმდა, რომ თავის ბიძაშვილებთან ერთად ამერიკაში წავიდოდა. მისი გუნდის წევრები ასევე იყვნენ: ლუკა ჩხარტიშვილი და ფორთა ცინცაძე.

გურულების ამერიკისკენ ვოიაჟს 25 დღე დასჭირდა. ჯერ ამერიკაში არ იყვნენ ჩასულები, რომ გაზეთებმა მათზე წერა დაიწყო. გურულების გამოსვლებმა კი მოლოდინს გადააჭარბა. ქოუბოების და ინდიელთა სამშობლო აღფრთოვანდა. იმ დროინდელი პრესა მათზე წერდა: “საკვირველ სურათს წარმოადგენენ ეს მეომრები, სახე ერთსა და იმავე დროს მკაცრიცა აქვთ და წყნარიც, შავი ჭკვიანი თვალები და გრძელი შავი წვერი რაღაც უცნაურ ელფერს სძენს მათ სახეს. მათ შეასრულეს მშობლიური სიმღერა, რომელსაც რაღაც უცნაური მელოდია ჰქონდა, თუმცა სიმღერა წყნარი იყო, მაგრამ შიგდაშიგ საშინლად გაჰკიოდნენ.ისინი ამპარტავობენ თავიანთი ახოვანი ტანით, იარაღის სილამაზით და ამავე დროს ბავშვივით უხარიათ, როცა შამპანის ღვინის სავსე ბოთლები იხსნება.”

გურულების ანაზღაურება მაღალი იყო. 40-50 დოლარს აღემატებოდა (დაახლოებით 100 რუბლი), მაშინ როცა ერთი ძროხა 3-4 რუბლი ღირდა, თუმცა გურულებს ერთი რამ კი სწყინდათ. მათ რა სახელით აღარ მოიხსენიებდნენ: რუსი კაზაკები, გურული კაზაკები, ხანდახან კავკასიელ ებრაელებსაც ეძახდნენ.

შეჯიბრებებში კოუბოებსა და ინდიელებს სჯობდნენ. დამარცხებულები ხშირად ქართველებს უმიზეზოდ აუხირდებოდნენ და მუშტიკრივზე გადადიოდნენ, თუმცა ბოლოს მაინც ერთად ქეიფოფდნენ. ცნობილია, რომ გამოცდილ კოუბოებს გურულთა ილეთების შესასრულებლად გარკვეული დრო სჭირდებოდათ.

ფრანგებს ისინი ნამდვილი მეომრები ეგონათ. ყველაზე მეტად მასრები აინტერესებდათ, რადგან მინიატურული დინამიტები ეგონათ. საფრანგეთში გურულებს არამარტო ასპარეზზე, არამედ ქუჩაშიც კი ტაშით ხვდებოდნენ. ინგლისში მათ დედოფალი ელიზაბეტისთვის დადგეს სანახაობა. დედოფალი იმდენად მოიხიბლა რომ მათ სხვა ძვირფას საჩუქრებთან ერთად წარმოდგენის ამსახველი მოოქროვილი ალბომი გადასცა. აშშ-ს პრეზიდენტები რუზველტი და ვილსონი მათი სანახაობის ხშირი სტუმრები იყვნენ. რუზველტმა გიორგი ჩხაიძეს ბეჭედი და ლანგარი აჩუქა, რომელზეც ცხენზე ამხედრებული პრეზიდენტი იყო გამოსახული.

გურულთა მოჯირითეების გუნდს განსაკუთრებულ ელფერს ქალების გამოსვლები ანიჭებდა. ამ გურულმა ქალებმა, რომლებიც ამორძალებს ჰგავდნენ, დაამსხვირს სტერეოტიპები ქალური სინაზისა და სისუსტის სესახებ.

პირველმა მსოფლიო ომმა წერტილი დაუსვა ცხენოსანი გურულების შოუებს. საქართველოში დაბრუნებულებს მთავრობა ჯაშუშებად მოიხსენიებდა. ცხენოსნებმა დაწვეს ყველა ფოტო, გაანადგურეს ყველაფერი, რაც კი ამერიკას უკავშირდებოდა. დევნას ზოგმა ცხენოსანმა ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, ზოგიც ნერვიულობას გადაჰყვა.