Home კატეგორიის გარეშე გურული ქალები მსოფლიოს ეპიცენტრში

გურული ქალები მსოფლიოს ეპიცენტრში

1892-1917 წლებში საქართველოდან ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში 150 მხედარი წავიდა. ისინი მონაწილეობას იღებდნენ ბაფალო ფინის ველური დასავლეთის შოუში. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წასულიყვნენ გურული მხედრები, ისინი ყველას აღტაცებასა და ოვაციებს იმსახურებდნენ.

View this post on Instagram

#georgianrider #wildwestshow #1900s

A post shared by Breaking (@breakingers) on

გურიიდან არამარტო კაცები, არამედ ქალებიც მიჰყავდათ. მათ შორის იყვნენ ფრიდა მგალობლიშვილი, ქრისტინე ცინცაძე, მარო და ბარბალე ზაქარეიშვილები. ამ ქალებს, რომლებმაც მთელი ამერიკა და ევროპა მონუსხეს, ლუკა ჩხარტიშვილი ავარჯიშებდათ მონგრეულას ველზე. ამ პერიოდში ლუკა უკვე ცნობილი იყო. იმდროინდელი პრესა მასზე წერდა, რომ ცხენზე ჯირითის დროს წვერს იპარსავდა.

View this post on Instagram

#qristinetsintsadze #georgianrider #wildwestshow #1908

A post shared by Breaking (@breakingers) on

ქრისტინე 1869 წელს აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნში დაიბადა. 14 წლის იყო როცა გაათხოვეს. როდესაც ამერიკაში წაიყვანეს უკვე სამი შვილი ჰყავდა. მისი ქარიზმა, ოსტატობა უცხოელებს აღაფრთოვანებდათ. მის მოტაცებასაც აპირებდნენ, მაგრამ ქართველი ვაჟკაცების თაოსნობით, ვერ მოახერხეს.

ქრისტინეს შეეძლო ისეთი რთული ტრიუკების გაკეთება, როგორებიცაა: “ცალი ფეხის ყაბარდული“, „მაკრატელა“, „მხარყირა“, „დგომი“.  ქრისტინე თავის საყვარელ ცხენს “ნალის” უნაგირიდან სამჯერ ჩამოუგდია. ხელ-ფეხიც მოუტეხია, მაგრამ ცხენზე ჯირითი არასდროს შეუწყვეტია, ეს მისი მოწოდება იყო. ერთხელ ქრისტინეს ცხენი წაექცა, ნიკაპი მიწას იმდენად ძლიერად დაარტყა, რომ კბილები ჩაემსხვა, თუმცა ანაზდეულად წამოხტა, ცხენს მოახტა და ჭენება განაგრძო. ამ დროს მაყურებელთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ამ ინციდენტის შემდეგ შოუს მეპატრონემ ოქროს საათით, ბეჭდითა და ძვირფასი სამოსით დააჯილდოვა. თუმცა ქრისტინემ 1920 წელს, როცა საქართველო გაასაბჭოვეს და ამერიკა დაუძინებელ მტრად შერაცხეს, მან ყველაფერი რაც კი ამერიკიდან ჰქონდა წამოღებული თავისივე ხელით გაანადგურა.

   

ფრიდა მგალობლიშვილი შოუს ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. სილამაზესთან, სიძლიერესა და ცხელოსნობის ოსტატობასთან ერთად ის საოცრად ჭკვანიც იყო. მან უნაკლოდ შეისწავლა ფრანგული, ინგლისური, გერმანული და იტალიური ენა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ქართველ ქალებზე ამბობდა: “ჩვენი ქვეყნის ქალებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რასაც კაცები აკეთებენ; მაგალითად, ვეწევით თამბაქოს, ვსვამთ ღვინოს, თუმცა, თუნდაც რუსებთან შედარებით, ზედმეტად ფხიზლები ვართ და გამოთრობა ჩვენთვის უცხო ხილია. ქართული ჰარმონიული კლიმატი საშუალებას გვაძლევს ჯანმრთელები ვიყოთ. ჩვენ შესანიშნავი მხედრები ვართ და ჩვენს ქვეყანაში მსუქან ადამიანს სანთლითაც ვერ იპოვით“.

ფრიდა საქართველოში არ დაბრუნებულა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

Must Read

The Secret to Your Company’s Financial Health is Very Important

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

A Look at How Social Media & Mobile Gaming Can Increase Sales

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Boxtrade Lands $50 Million in Another New Funding Round with IBM

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Dell Will Invest $125 Billion in China’s Tech in the Next 5 Years

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Mobile Marketing is Said to Be the Future of E-Commerce

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...