ერთა თასის D დივიზიონის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება, მაკედონია კი – კოსოვოს. საქართველოს და კოსოვოს ნაკრებების გამარჯვების შემთხვევაში, ეს უკანასკნელნი ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

UEFA EURO 2020-ის ოფიციალურმა ფეისბუქ ქვერდმა, ჩაკვეტაძის საოცარი მიღება, რომელიც მან ყაზახეთთან შეასრულა, თავიანთ გვერდზე გააზიარეს, რომელსაც თან ახლდა ტექსტი: “ჩაკვეტაძე, ეს სახელი დაიმახსოვრეთ,” რასაც კოსოვოს გულშემატკვირებისგან უარყოფითი და აგდებული დამოკიდებულება მოჰყვა. იხილეთ რამოდენიმე კომენტარი დაბლა:

“ის კოსოვოს ფეხბურთელი არ არის, ასე, რომ მას მომავალი არ აქვს”

“რა მნიშვნელობა აქვს, საქართველო კოსოვოსთან მაინც დამარცხდება. ქება-დიდება ჩაკვეტაძე მაგრამ ჩვენ ჩვენი ტალანტი გვყავს, ედონ ჟეგროვა”

“რა სასაცილოა, კოსოვოს წინააღმდეგ ის უბრალოდ პატარა ფეხბურთელია, ყველა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ჩათვლით.”

“კარგი ბიჭია, მაგრამ გირჩევნიათ კოსოვოს ფეხბურთელების ყველა სახელი და გვარი დაიმახსოვრეთ”

“თქვენ გირჩევნიათ ჟეგროვა დაიმახსოვროთ.” 

“ედონ ჟეგროვას სახელი დაიმახსოვრეთ, კოსოვოს მესი!” 

“კოსოვო ითამაშებს ევრო 2020-ზე. ჩვენ მშივრები ვართ! მეტი გვინდა!”

ქვემოთ იხილეთ ედონ ჟეგროვას თამაში, იმ ფეხბურთელის, ვის იმედზეც არიან კოსოვოს გულშემატკივრები: