გასულ წელს ავსტრალიაში მთავრობამ ახალი საფილტრო სისტემა დანერგა. ეს მარტივი კონსტრუქციის, თუმცა გარემოს დაცვისთვის ძალიან საჭირო სისტემა ოკეანეს დაბინძურებისგან იხსნის.

ინოვაციური საფილტრო სისტემა შედგება ბადისგან, რომელიც მაგრდება სადრენაჟო მილზე. მილებით სანიაღვრე წყალი საცხოვრებელი არეალიდან მიემართება ოკეანისკენ. ფილტრის საშუალებით კი ნარჩენები, რომლებიც ოკეანეს აბინძურებს, ბადეში გროვდება.

 

თავიდან ჯერ მხოლოდ ორი საფილტრო სისტემა დაამონტაჟეს. შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ ამ ორ ბადეში 370კგ ნაგავი დაგროვდა.

დღესდღეობით ახალი საფილტრო სისტემა დამონტაჟებულია ქალაქების მასშტაბით. ბადის წარმოებისა და დამონტაჟების ღირებულება შეადგენს 10,000$.

 

ბადეში დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები სპეციალური სატვირთო მანქანებით გადააქვთ ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანაში. ბადეებს კი ისევ სადრენაჟო მილებზე ამაგრებენ.

ამ გამოგონებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია.