Home კატეგორიის გარეშე 100 წელი ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებიდან

100 წელი ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებიდან

1918 წელი იყო, პირველი მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც გავრცელდა ეპდემია, რომელმაც უფრო მეტი ადამიანი შეიწირე, ვიდრე მსოფლიო ომმა. “ესპანური გრიპის” სახელით ცნობილი ვირუსი ელვის სისწრაფით მოედო მთელს პლანეტას, დაავიურსა ნახევარი მილიარდი ადამიანი, რომელთაგან 70-80 მილიონი სიცოცხლეს გამოასალმა.

საიდან აიღო ვირუსმა სათავე უცნობია, თუმცა პირველი გამოვლინება 1918 წელის დასაწისში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მოხდა . შტატები ახალი ჩართული იყო ომში. სანამ ევროპაში გაემგაზრებოდნენ, ათასობით სამხედრო ერთად იყვნენ დაბანაკებულნი. ასე მოხვდა ვირუსი ევროპაში.

მიუხედავად იმისა, რომ ინფექციურ დაავედებას “ესპანური გრიპი” შეარქვეს, მისი წარმოშობა საერთოდ არ უკავშირდება ესპანეთს, თუმცა ამ სახელწოდებას თავისი მიზეზი ჰქონდა. ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის უმეტესი ქვეყნების მედია და საინფორმაციო საშუალებები აკრძალული ან კონტროლირებადი იყო მთავრობისგან. თუმცა ესპანეთი ნეiტრალური ქვეყანა იყო, აქ ინფორმაციის გავრცელება თავისუფლად ხდებოდა, ამიტომ ბევრმა ჩათვალო, რომ ეს გრიპი ესპანეთიდან გავრცელდა. ამას დაემატა ის ფაქტი, რომ ევროპაში დაავადებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ესპანეთში დაფიქსირდა.

“ესპანური გრიპი” H1N1 ტიპის ვირუსია (2009 წელს გავრცელებული “ღორის გრიპის” ტიპის), რომელმაც ძირითადად 20-დან 40 წლამდე ადამიანები შეიწირა და მილიონობით ბავშვი ობლებად დატოვა. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზიაში და აფრიკაში დაფიქსირდა. ძირითადად ღარიბები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და ემიგრანტები ავადდებოდნენ.

გარდა იმისა, რომ მთავრობები ვაქცინაციის შექმნაზე მუშაობდნენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ხალხმა რიტუალების ჩატარება დაიწყო. ხელისუფლება აფრთხილებდა მოსახლეობას, რომ ერთად შეკრებით ვირუსის გადადების ალბათობა გაცილებით მაღალი იყო. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ათასობით გროვდებოდნენ და ლოცულობდნენ. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რიტუალი ჩინეთში ტარდებოდა, სადაც დრაკონის ფორმის ნაგებობას ატარებდნენ ქუჩებში ბოროტი სულის შესაშინებლად.

ვირუსს უბრალო გრიპის სიმპტომები ჰქონდა: ხველება და სიცხე. თუმცა ცოტა ხნის მერე ავადმყოფის კანი ლურჯდებოდა და მათი ფილტვები სითხით ივსებოდა, რაც ასფიქსიით მთავრდებოდა. სიმპტომების გამოვლინებიდან საათების ან დღეების შემდეგ პაციენტები იღუპებოდნენ.

1919 წლის ზაფხულში, ბევრის აზრით, ეს შავ ჭირზე უფრო მომაკვდინებელი ინფექციური დაავადება გაქრა. 2008 წელს კი მეცნიერება ესპანური გრიპის გავრცელების მიზეზს მიაგნეს თუმცა მომდევნო წელს, ყველასათვის გასაკვირად, ღორის გრიპმა იჩინა თავი, რამაც 200,000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერლპა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

Must Read

The Secret to Your Company’s Financial Health is Very Important

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

A Look at How Social Media & Mobile Gaming Can Increase Sales

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Boxtrade Lands $50 Million in Another New Funding Round with IBM

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Dell Will Invest $125 Billion in China’s Tech in the Next 5 Years

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Mobile Marketing is Said to Be the Future of E-Commerce

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...