ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი “წერილი ღმერთზე,” რომელიც მან 1954 წელს, გარდაცვალებიდან ერთი წლით ადრე დაწერა და, რომელიც მკაფიოდ ასახავს მის რწმენებს და შეხედულებებს რელიგიის მიმართ, ნიუ იორკის აუქციონზე $2.9 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მაშინ აინშტაინი 74 წლის იყო და მან ეს წერილი გერმანელ ფილოსოფოსს, ერიკ გუტკინდს მისწერა, მისი ერთ-ერთი ნაშრომის პასუხად. წერილი მკაფიოდ გამოხატავს შეხედულებებს მეცნიერებასა და რელიგიას შორის.

“სიტყვა ‘ღმერთი’ ჩემთვის არაფერს ნიშნავს გარდა ადამიანის სისუსტის გამოხატულებისა. ‘ბიბლია’ უძველესი, მაგრამ მაინც პრიმიტიული ლეგენდების კრებულია.” – წერს აინშტაინი

წერილში აინშტაინი თავის წარმომავლობასაც ეხება. “მე ამაყი ვარ, რომ ებრაელი ვარ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ებრეალი ხალხი ღირსებით სხვა ხალხებისგან განსხვავბდებიან.” 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აინშტაინის წერილი აუქციონზე გამოიტანეს. წინა წელს, მისი წერილი იტალიელ სტუდენტს, რომელმაც იუარა მასთან შეხვედრა, $6,100 დოლარად გაიყიდა.

ასევე აინშტაინის 1928 წელს გაკეთებული ჩანაწერი, რომელშიც ის ფარდობითობის თეორიის მესამე ფაზას აღწერს, $103,000 დოლარად გაიყიდა. ხოლო წერილი კი სადაც აინშტაინი ბედნიერ ცხოვრებაზე წერს $1.56 მილიონ დოლარად შეფასდა.