საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ანატომია მეცნიერების შესასწავლელ საგანს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, ფოტოაპარატი ადამიანის ერთ-ერთი ორგანოს, თვალის, შთაგონებით შეიქმნა, ისევე როგორც ეიფელის კოშკის ინსპირაცია ბარძაყის ძვალი იყო. შესაძლოა ფიქრობ, რომ ანატომიის საუკუნოვანიმა მეციერებამ ფარდა ახადა ადამიანის ორგანიზმის საიდუმლოებებს, თუმცა სტატიის წაკითხვის შემდეგ მიხვდები, რომ ყველაფერი არც ასე მარტივად არაა.

1. ადამიანი მეხის დაცემის შემდეგ შესაძლოა გადარჩეს

მეხდაცემულთა 10-დან 9 ადამიანი გადარჩა. კვლევების მიხედვით, ეს არაა დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობაზე. გადარჩენილები ხშირ შემთხვევაში 50 წლამდე პირები არიან.

2. თავისა და კბილის ტკივილი ერთმანეთთანაა დაკავშირებული

დაკვირვებულხარ, რომ კბილის ტკივილი თავის ტკივილსაც იწვევს? ეს ყველაფერი ტრიგემინალური ნერვის ბრალია, რომელიც თავისკენ ყბის გავლით მიემართება.

3.ადამიანის ტვინი ძლის დროსაც აქტიურია

View this post on Instagram

The complete Trigeminal Nerve by Anatomy Next

A post shared by Anatomy Next (@anatomynext) on

1950-იან წლებში გამოიკვლიეს ძილის დროს ადამიანის ტვინის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ ტვინი ძილის დროს უფრო აქტიურია, ვიდრე ფხიზლად ყოფნისას.

 

4. ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც შეიძლება გაწითლდეს 

ფსიქოლოგების თქმით, ადამიანი, რომელიც სიმორცხვით წითლდება აღიქმება საყვარელ, ალალ და კეთილ ინდივიდად. ეს ადამიანს უფრო მიმზიდველს ხდის. ამაყი ვარ ვთქვა, რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც გაწითლება შეუძლია.

 

5. თმა სახეზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილზე

 

ამას კაცები ნამდვილად დაადასტურებენ. ისინი ხომ ამ ფაქტის  წინაშე ყოველდღიურად დგებიან. ყოველშემთხვევაში ძალიან გაუმართლა იმ ქალს, რომლის გვერდით მომხიბვლელი წვეროსანი მამაკაცი იქნება.

6. ფრჩხილი შუა თითზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა თითებზე

შესაძლოა ეს არც არასდროს შეგიმჩნევია, თუმცა ფაქტია. შუათითის ფრჩხილი ყველაზე სწრაფად იზრდება.

7. ადამიანის სისხლძარღვების საერთო სიგრძე გამაოგნებელია

თუ ყველა სისხლძარღვს სიგრძეზე დავალაგებთ, მაშინ ბავშვებში მისი სიგრძე 96,000კმ, ხოლო ზრდასრულებში 160,000კმ იქნება.

8. ქალის გული უფრო სწრაფად ცემს, ვიდრე კაცის

კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს რომ ქალის გული საათში 1,7-2,3 ჯერ მეტად ცემს ვიდრე მამაკაცის. ეს დაახლოებით წუთში ათჯერ მეტია.

9. მთელი დღის განმავლობაში ადამიანის ფეხები 1 ლიტრზე მეტ ოფლს გამოყოფს

თქვენმა ფეხებმა შეიძლება ცხელ ამინდში 1 ლიტრზე მეტი ოფლი გამოყოს. მათზე 500,000 საოფლე ჯირკვალია განლაგებული.