არსენალის ფეხბურთელები ლონდონის ღამის კლუბში ნარკოტიკებს და ალკოჰოლს მოიხმარენ. ვიდეოში აშკარად ჩანან პირველი გუნდის მოთამაშეები:ალექსანდრე ლაკაზეტი, მესუთ იოზილი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი,სეად კოლაშინაცი, მატეო გენდუზი და შკოდრან მუსტაფი.  ისინი “nitrous oxide”-ს იგივე “სასაცილო გაზს” გასაბერი ბუშტების მეშვეობით იღებენ. ერთ-ერთ მომენტში ჩანს თუ როგორ ხდება ცუდათ ახალგაზრდა და ნიჭიერი მატეო გენდუზი, რომელსაც ტალანტით კანტესაც კი ადარებენ. როგორც ვიდეოში ვხედავთ შკოდრან მუსტაფი  და ჰენრიკ მხითარიანი მხოლოდ ალკოჰოლს მოიხმარენ.

ვიდეო და ფოტო მასალა: https://www.thesun.co.uk/sport/football/7921216/arsenal-hippy-crack-club-bosses/

აღსანიშნავია რომ ისინი ამ საკითხში პირველები არ არიან. იგივე ნარკოტიკი “ჰიპი კრეკი” ძალიან პოპულარულია და აქამდე მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები რაჰიმ სტერლინგი და კაილ ვოლკერიც შეამჩნიეს. ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ,რომ ნარკოტიკი ჯამრთელობისთვის საზიანოა და რამოდენიმე არასასურველი ეფექტი აქვს.

არსენალს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიდეო სეზონის დასაწყისშია გადაღებული.

“აზოტის ოქსიდი” გაერთიანებულ სამეფოში ლეგალულია თუმცა ათლეტისთვის  ნამდვილად სასირცხვილოა და შეიძლება კარიერაზე იმოქმედოს.

ვიდეო და ფოტო მასალა: