დღეს, 16 დეკემბერს “საშობაო კომეტა”, ოფიციალურად, 46P/Wirtanen ტელესკოპისა და ბინოკლის გარეშედაც კი შეიძლება დავინახოთ.

space.com-ის ცნობით, კომეტა 46P/Wirtanen დედამიწას მოუახლოვდება 7მლნ. მილის რადიუსით. დაახლოებით, დედამიწასა და მთვარეს შორის 30-ჯერ დიდი მანძილის დაშორებით. ერთი შეხედვით, ეს მანძილი ძალიან დიდი ჩანს, თუმცა სინამდვილეში ასე არაა.

დედამიწისგან ასეთი მცირე რადიუსით საუკუნეა კომეტას არ ჩაუფრენია. უფრო მეტიც, ეს იქნება ყველაზე კაშკაშა კომეტა, რომელიც ჩვენს პლანეტას ჩაუვლის.

თუ გეშინია, რომ შეიძლება კომეტა დედამიწას შეეჯახოს, მაშინ დამშვიდდი, რადგან NASA-ს ინფორმაციით, 46P/Wirtanen საშიშ კომეტების რიცხვში არ შედის.