მანჩესტერ იუნაიტედის ხემლძღვანელობამ, ლივერპულთან 3-1 მარცხის შემდეგ, ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ინგლისის პრემიერლიგაში ამ ორ გუნდს შორის ამჟამად 19 ქულაა სხვაობა.

დღეს დილით, კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა: “ჟოზე მაურინიო კლუბი დაუყოვნებლივ დატოვა. ჩვენ მას მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში. დროებით მწვრთნელს კლუბი მალე აირჩევს, რომელიც ამ სეზონის დასრულებამდე ეყოლება. მთავარ მწვრთნელს კი მომდევნო სეზონიდან ავირჩევთ.” 

უცხოური მედია ჟოზეს სავარაუდო შემცვლელად, მადრიდის რეალის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს ასახელებს.