ბრუკლინში, მისურის შტატში, მონადირე სახელად დავიდ ბერი, ბრაკონიერობისთვის დააკავეს. სამათალდამცავების განცხადებით, მათ ჯერ არ იციან ზუსტი რიცხვი, თუ რამდენი ირემი მოკლა ბერიმ და მისმა ოჯახმა, თუმცა მათი რაოდენობა ცხოველების მოყვარულებს მუცელს აატკივებს, რადგან რამოდენიმე ასეულობით ირემზეა საუბრი.

სასამართლომ დავიდ ბერის $51,000 ჯარიმასთან ერთად 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დამატებით, ის ვალდებულია ყოველთვე უყუროს “ბემბის,” ყველასათვის ძალიან ცნობილ და საყვარელ დისნეის ანიმაციას, სადაც ბემბის დედას მონადირე ჰკლავს და ობლად სტოვებს პატარა შველს.