“ვარსკვლავური ომების” შემქმნელი და რეჟისორი ჯორჯ ლუკასი Forbes-ის 2018 წლის ყველზე მდიდარი ამერიკელი ვარსკვლავების სიას ლიდერობს, რომლის ქონებაც $5.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილს ასევე რეჟისორი სტივენ სპილბერგი იკავებს $3.7 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამეზე ტელეწამყვანი და მსახიობი ოპრა უინფრი გახლავთ $2.8 მილიარდი დოლარით.

წინა წელთან შედარებით ათეულში ახალი ფიგურა 21 წლის ამერიკელი ანტერპრენერი და მოდელი კაილი ჯენერი გახლავთ $900 მილიონი დოლარით, რომელიც ძალიან ახლოს არის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელის წოდებასთან.

აღსანიშნავია, რომ ჯამში ამ ათი სელებრითის ქონება საქართველოს მთლიან შიდა ბროდუქტს მინიმუმ $2 მილიარდი დოლარით აღემატება. სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

1. ჯორჯ ლუკასი – სცენარისტი, რეჟისორი – $5.4 მილიარდი
2. სტივენ სპილბერგი – სცენარისტი, რეჟისორი – $3.7 მილიარდი
3. პრა უინფრი – ტელეწამყვანი, მსახიობი – $2.8 მილიარიდ
4. მაიკ ჯორდანი – ყოფილი კალათბურთელი – $1.7 მილიარდი
5. კაილი ჯენერი – ნტერპრენერი, მოდელი – $0.9 მილიარდი
6. ჯეი ზი – რეპერი, ბიზნესმენი – $0.9 მილიარდი
7. დავიდ კოპერფილდი – ილუზიონისტი, ჰიპნოტიზიორი – $0.875 მილიარდი
8. შონ კომბსი – რეპერი, ბიზნესმენი – $0.825 მილიარდი
9. ტაიგერ ვუდსი – გოლფის მოთამაშე – $0.8 მილიარდი
10. ჯეიმს პატერსონი – მწერალი, ფილანტროპისტი – $0.8 მილიარდი