ალბათ, ყველა მკითხველი დამეთანხმება, რომ ადამიანი წიგნის კითხვისას გონებაში საკუთარ ფილმს იღებს. ამ დროს მკითხველი რეჟისორის როლს ირგებს: მწერლის სიტყვებს ხორცს ასხამს და საკუთარი წარმოდგენით უფრო ამრავალფეროვნებს. ხშირ შემთხვევაში, წიგნი ბევრად სჯობს ეკრანიზაციას. თუმცა, არის იშვიათი შემთხვევები, როდესაც რეჟისორის ოსტატობით ეკრანიზაცია წიგნს სჯობს.

1. ეშმაკს აცვია პრადა

“ეშმაკს აცვია პრადა” ახალგაზრდა, ამერიკელი მწერლის ლორენ ვაისბერგერის პირველი რომანია. წიგნი გამოსვლიდან მალევე გახდა პოპულარული და მრავალი თინეიჯერის გულიც დაიპყრო. შთამბეჭდავი წასაკითხია მისთვი, ვისაც უყვარს მოდა, თუმცა, კრიტიკოსთა აზრით, ფილმი ბევრად უფრო კარგი სანახავია. ფილმში წიგნისგან განსხვავებით შეცვლილია მოვლენები და დასასრულიც განსხვავებულია. ეკრანიზაციას განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებენ მსახიობები, რომლებმაც როლი ბრწყინვალედ მოირგეს. მერლინ სტრიპმა და ენ ჰეთევეიმ ფილმი ნამდვილად დაუვიწყარი გახადეს.

 

2. გრეის ორმოცდაათი ელფერი

37 ქვეყანაში წიგნის 30 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. “ჰარი პოტერისა” და “ბინდის” სერიების გაყიდვების სისწრაფის რეკორდიც მოხსნა და ბესთსელერთა სიაშია (თუმცა ბესთსელერი არ ნიშნავს ხარისხიან ლიტერატურას). წიგნის ავტორი ქალია, რომელიც მ.ლ. ჯეიმსის ფსევდონიმით წერს. ამ წიგნს ბევრი მიზეზის გამო კითხულობენ: ზოგისთის ქალის გულის გასაღებია, ზოგისთვის ლამაზი სიყვარულის ისტორი, ვისთვის სექს ინსტრუქტორია. სემ ტეილორ ჯონსონმა კი წიგნზე დაყრდნობით, შექმნა ფილმი, რომელიც წიგნს იმით სჯობს, რომ ცხოვრების უფრო მცირე დროს გაკარგვინებს.

 

3. ნათლია

მარიო პიუზოს წიგნის “ნათლიის” ნიშა განგსტერული სამყაროა. წიგნი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ფილმმა მაყურებები მონუსხა. ეკრანიზაციამ სამი ოსკარი მიიღო. ერთ-ერთი ნომინაცია, რომელშიც ფილმმა გაიმარჯვა, იყო “საუკეთესო კაცი მსახიობი”, თუმცა მარლონ ბრონდომ ჯილდოზე უარი განაცხადა.

 

4. სუნამო

“სუნამოს” ავტორი პატრიკ ზიუსკინდია, რომელმაც დაწერა ერთი მკვლელის ისტრია. მკვლელის, რომელმაც მოკლა 25 გოგონა, მხოლოდ იმისთვის, რომ მათი კანისგან, თმისგან სუნამო დაემზადებინა. ეკრანიზაციის რეჟისორი ტომ ტიკვერია, რომელმაც იმდენად ოსტატურად გადაიღო ფილმი, რომ ეკრანიდან იგრძნობთ როგორც თევზის მძაფრ სუნს, ისე ლამაზმანის თმის სურნელს.

 

5. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

კენ კიზის ნაწარმოების მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 5 ოსკარი დაიმსახურა. ფილმის მეამბოხე, დაუმორჩილებელ მთავარ გმირს ჯეკ ნიკოლსონი განასახიერებს. მიუხედავად იმისა რომ ფილმმა ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა, კენ კიზი მას მაინც მხურვალედ აკრიტიკებდა. ესაა ფილმი, რომელიც აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში, წიგნი, რომლის წაკითხვაც დანაშაულად ითვლებოდა.

 

6. დიდი გეთსბი

შეუძლებელია ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის შექმნილი პერსონაჟი დიდი გეთსბი არ შეგიყვარდეს. ის ხომ იდუმალი, კეთილი, თავგანწირვითა და სიყვარულით აღსავსე ადამიანია, რომლის შეუდარებელი წვეულებების მიღმა, მარტოობა იმალება. იქნებ ლეონარდო დიკაბრიოს ან სულაც ძვირადღირებული სპეცეფექტების გამო ბაზ ლურმანის გადაღებული ეკრანიზაცია განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახავია.