სვალბარდში,  ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მდებარე ფართო პოლარული არქიპელაგში, რომელიც განთქმულია მყინვარებითა და პოლარული დათვებით, ისტორიაში პირველად შეიარაღებულმა პირებმა ბანკი გაძარცვეს.

სვალბარდის დედაქალაქ ლონგიირბიუენში სულ 2,000 მოსახლეა, რაც გაცილებით მცირეა პოლარული დათვების რაოდენობაზე. სწორედ ამ ქალაქში მოხდა დამნაშავეების დაკავება, რომლებიც თვითმრინავით ცდილობდნენ არქიპელაგის დატოვებას (თვითმფრინავი ერთადერთი გზაა არქიპელაგის დასატოვებლად).

სხვა დეტალები უცნობია. დამნაშავეებს არ გაუმართლათ, თუმცა არქიპელაგის ულამაზესი ხედები მაინც იხილეს.

View post on imgur.com