Home კატეგორიის გარეშე 2018 წლის 7 საუკეთესო ფილმი, რომელიც დიდი ალბათობით ჯერ არ გინახავთ

2018 წლის 7 საუკეთესო ფილმი, რომელიც დიდი ალბათობით ჯერ არ გინახავთ

2018 წელს $12 მილიარდი დოლარი დაიხარჯა კინო ინდუსტრიაში. ისეთმა მაღალბიუჯეტიანმა ფილმებმა, როგორიცაა “შურისმაძიებლები,” “შავი პანტერა” და “ვენომი,” დაჩრდილეს შედარებით დაბალბიუჯეტიანი, თუმცა ხარისხიანი ფილმები. მაგრამ ჩვენი წყალობით თქვენ შანსი გაქვთ არ გამოტოვოთ ეს ფილმები და საახალწლო არდადეგებზე გემრიელად ჩაუჯდეთ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ 2018 წლის 7 საუკეთესო ფილმს, რომელიც შეიძლება გამოტოვეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახოთ.

დასახელება: First Reformed (პირველი რეფორმირებული ეკლესია)
ჟანრი: დრამა, თრილერი
IMDB რეიტინგი: 7.1/10
კრიტიკოსების შეფასება: 85/100

ჩემდა გასაკვირად, ითან ჰოუკმა წლის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი შემოგვთავაზა. განა იმიტომ ვამბობ, რომ ის ცუდი მსახიობია – არა. უბრალოდ ვერ წარმომედგინა, რომ პოლ შრეიდერის იდუმალებით მოცულ ფილმში, ალკოჰოლზე დამოკიდებული მღვდლის როლს, ითანის ტიპის მსახიობი ასე კარგად შეასრულებდა. ფილმის ეკრანიზაცია შეზღუდული რაოდენობის კინოთეატრებში მოხდა, თუმცა Amazon Prime-ის მომხმარებლებს უფასოდ შეეძლოთ ონლაინში ყურება. მოკლედ, აუცილებლად გირჩევთ ეს ფილმი ნახოთ. არ ინანებთ.

 

დასახელება: Shoplifters (წვრილმანების მძარცველები)
ჟანრი: დრამა, კრიმინალური
IMDB რეიტინგი: 8.1/10
კრიტიკოსების შეფასება: 93/100

მანბიკი კაზოკუს ძალიან საყვარელი, სასაცილო და ამავდროულად მძიმე სანახავი ფილმი ერთ-ერთია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. წელს ასეთი სტილის ფილმები, სადაც ასახულია სასტიკი რეალობა, რომელიც ღრმა ემპათიის გრძნობას აღძრავს, ბევრი ვნახე, “Roma”-დან დაწყებული “First Man”-ით დამთავრებული, თუმცა Shoplifters ყველაზე დიდხანს ჩამრჩა გონებაში. ახლაც მეფიქრება: ნეტავ სად არიან ახლა ისინი…იმედია ყველაფერი კარგად არის…

 

დასახელება: Leave No Trace (არ დატოვო კვალი)
ჟანრი: დრამა, სათავგადასავლო
IMDB რეიტინგი: 7.2/10
კრიტიკოსების შეფასება: 88/100

დებრა გრანიკმა, რომელმაც ჯენიფერ ლოურენსი ვარსკვლავად აქცია თავისი ფლმით Winter’s Bone, კიდევ ერთ ძალიან კარგ საოჯახო ფილმს გვთავაზობს. ეს არის გრანიკის მესიჯი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა იპოვოს საკუთარი სივრცე და ადგილი, სადაც ის თავისუფალი და ბედნიერი იქნება. ბენ ფოსტერი კი უბრალოდ შეუდარებელი და ალბათ ყველაზე დაუფასებელი მსახიობია ჰოლივუდში.

 

დასახელება: Bodied (განადგურებული)
ჟანრი: კომედია, დრამა, მიუზიკლი
IMDB რეიტინგი: 7.3/10
კრიტიკოსების შეფასება: 75/100

ვეცადე ფილმების სათაურები ისე დამწერა, როგორც ქართულ საიტებზეა მითითებული, თუმცა ამ შემთხვევაში ამის გაკეთება არ შემიძლია, რადგან ეს ჩემი საყვარელი ფილმია ამ სიაში. ისეთ დიდ პლატფორმებზე, როგორიცაა Adjaranet და iMovies, გადათარგმნილია როგორც “გარდასახული,” რომელიც სასტიკად არასწორია. ფილმი არის რეპ-ბათლებზე და რეპის სამყაროში “bodied” ტერმინი ნიშნავს “ოპონენტის განადგურებას/დამცირებას.”

ამ ფილმს ჯერ მარტო იმიტომ უნდა უყუროთ, რომ მისი პროდიუსერი ყველა დროის საუკეთესო რეპერი, ემინემი გახლავთ. ეს არის მკვახე რასისტული, გულის ამრევი, აუტანლად მწარე და სიკვდილამდე სასაცილო იუმორით სავსე ფილმი, რომელმაც კრიტიკოსებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი ანდერგრაუნდის და ბათლ-რეპერების ვარსკვლავები, როგორებიც არიან Dizaster და Loaded Lux. უყურეთ და ისიამოვნეთ.

 

დასახელება: The Favourite (ფავორიტი)
ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა
IMDB რეიტინგი: 8.3/10
კრიტიკოსების შეფასება: 91/100

გულწრფელად მჯეროდა, რომ 2018 წლის ფილმებს შორის ვერ ვნახავდი ისეთ შთამბეჭდავ დასასრულს, როგორიც Suspiria-ს ჰქონდა, თუმცა შევცდი. ლანთიმოსის ეს ფილმი მოგვითხრობს სიყვარულის/სიძულვილის სამკუთხეთზე ინგლისის დედოფალ ანას, ლედი სარა ჩერჩილსა და აბიგაილ მაშამს შორის, რომელიც საკმაოდ უცნაურად დამთავრდა. მის გადახარშვას კვირების მერეც კი ვცდილობდი. არ დაგასპოილერებთ, მაგრამ იმას მაინც გეტყვით, რომ დღეიდან კურდღლებს სულ სხვანაირად შევხედავ! ეს იუმორით გაჟღენთილი ფილმი, ჩემი აზრით, ერთერთი ყველაზე უცნაურად ლამაზი ფილმია, რაც 2018 წელს გამოვიდა.

 

დასახელება: Tully (ტალი)
ჟანრი: დრამა, კომედია
IMDB რეიტინგი: 7/10
კრიტიკოსების შეფასება: 75/100

ამ ფილმს ერთი კარგი ტვისტი აქვს, მაგრამ აქ არ გეტყვით. თქვენ თვითონაც კარგად მიხვდებით ფილმის დასრულებამდეც კი. ცხოვრებისეული და ღრმად დასაფიქრებელი ფილმია, განსაკუთრებით ქალებისთვის. შარლიზ თერონი კი უბრალოდ შეუდარებელია.

 

დასახელება: Suspiria (სუსპირია)
ჟანრი: ფენტეზი, მისტიკა, საშინელება
IMDB რეიტინგი: 7.3/10
კრიტიკოსების შეფასება: 64/100

არ მიყვარს საშინელებათა ჟანრის ფილმები. ამასაც რატომ ვუყურე არ ვიცი. არც გირჩევდით ყურებას, მაგრამ ძალიან მაგარი ფილმია 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

Must Read

The Secret to Your Company’s Financial Health is Very Important

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

A Look at How Social Media & Mobile Gaming Can Increase Sales

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Boxtrade Lands $50 Million in Another New Funding Round with IBM

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Dell Will Invest $125 Billion in China’s Tech in the Next 5 Years

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Mobile Marketing is Said to Be the Future of E-Commerce

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...