Home კატეგორიის გარეშე როგორ აღწერა როულინგმა "ჰარი პოტერის" პერსონაჟების გარეგნობა

როგორ აღწერა როულინგმა “ჰარი პოტერის” პერსონაჟების გარეგნობა

ჯოან როულინის შექმნილი ჰარი პოტერის სამყარო სავსეა შთამბეჭდავი საიდუმლოებებით. ზოგი მათგანი ბოლო ნაწილში გამოაშკარავდა, ზოგსაც ერთგულმა მკითხველმა ახადა ფარდა.

“ჰარი პოტერის” მსახიობებმა მრავალი მაყურებელი მონუსხა, თუმცა, იცოდით, რომ ზოგიერთი მათგანის გარეგნობა არ შეესაბამება წიგნის პერსონაჟების აღწერილობას?

ნახეთ, გარეგნულად რამდენად განსხვავდებიან მსახიობები წიგნის პერსონაჟებისგან.

1. ჰარი პოტერი- მწვანე თვალები 

View post on imgur.com

ჰარი პოტერს მწვანე თვალები მემკვიდრეობით დედისგან ერგო. სამწუხაროდ, ფილმში წიგნისგან განსხვავებით მას ლურჯი თვალები აქვს. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დენიელ რედკლიფმა ლურჯი თვალებითაც შესანიშნავად მოირგო ჰარი პოტერის როლი.

 

2.ჰერმიონ გრეინჯერი- ტალღოვანი თმა და დიდი წინა კბილები

View post on imgur.com

როულინგის აღწერით, ჰერმიონს სქელი, წაბლისფერი თმა და დიდი წინა კბილები აქვს.

 

3.რონი- გრძელი ცხვირი და ჭორფლით დაფარული კანი

View post on imgur.com

წიგნის მიხედვით, რონს გრძელი ცხვირი და ჭორფლიანი სახე აქვს. ფილმში კი, წიგნისგან განსხვავებით, მას არც გრძელი ცხვირი და არც დაჭორფლილი კანი აქვს. თუმცა, რაც მთავარია, რონი და რუბერტ გირნი ერთმანეთს წითელი თმით ჰგვანან.

 

4.სევერუს სნეიპი-31 წლის იყო, როცა პირველად შეხვდა ჰარის

View post on imgur.com

ვერავინ უარყოფს, რომ ალან რიქმანმა ბრწყინვალედ ითამაშა სნეიპის როლი. თუმცა უმთავრესი, რაც სნეიპსა და ალანს გარეგნულად განასხვავებთ-ასაკია. წიგნის მიხედვით, სნეიპი მხლოდ 31 წლის იყო, როცა ჰოგვარტსში ჰარის პირველად შეხვდა.

 

5.დამბულდორი- ლურჯი თვალები და სათვალეები

View post on imgur.com

“ჰარი პოტერის” პირველ ორ ნაწილში დამბულდორს რიჩარდ ჰარისი განასახიერებს. შემდეგ ის მაიკლ გამბონმა ჩაანაცვლა, რომელსაც წიგნში აღწერილი დამბულდორისგან ლურჯი თვალები განასხვავებს.

 

6.ალესტერ მუდი- დამახინჯებული ცხვირი

View post on imgur.com

წიგნში ალესტერ მუდი ბევრად უფრო შემზარავადაა აღწერილი, ვიდრე ფილმში. როულინგის მიხედვით, მას დასახიჩრებული სახე და უფრომო ცხვირი აქვს.

 

7.კრუმი- მაღალი და გამხდარი

View post on imgur.com

წიგნის მიხედვით, ვიკტორ კრუმი მაღალი და გამხდარია. აქვს სქელი ყავისფერი წარბები და კეხიანი ცხვირი. ერთადერთი რითაც მსახიობი და წიგნის პერსონაჟი ერთმანეთს ჰგავს არის- შავი ფერის თმა.

 

8.მისის დარსლი- გრძელი კისრითა და ქერა თმით

View post on imgur.com

წიგნში ვკითხულობთ, რომ ჭორიკანა მისის დარსლი ისე დიდხანს უთვალთვალებდა მეზობლებს, რომ თანდათან კისერიც გაეზარდა. მას ასევე აქვს ქერა თმა, რომელიც მის ვაჟს, დადლის, მემკვიდრეობით ერგო. ფილმში დედა-შვილს ქერა თმის მაგივრად, წაბლისფერი თმა აქვთ.

 

9.მინერვა მაკგონაგელი- ბევრად ახალგაზრდა

View post on imgur.com

ტრანსფიგურაციის პროფესორი 56 წლის იყო, როცა ჰარიმ ჰოგვარტსში სწავლა დაიწყო. წიგნში პროფესორი უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე მსახიობი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მეგი სმიტმა ბრწყინვალედ გაითავისა მინერვას როლი.

 

10.ბილ უიზლი- ბევრი შრამით

View post on imgur.com

ბილ უიზლი მაქცია ფენრირ გრეიბექთან ორთაბრძოლის შედეგად დასახიჩრდა. ფილმში კი მას  მხოლოდ პატარა ნაკაწრები აქვს.

 

11. მისის მალფოი- ქერა თმით

View post on imgur.com

წიგნის მიხედვით, მისის მალფოის გრძელი და ქერა თმა აქვს. საინტერესოა, რატომ შეურჩიეს ფილმში სხვადასხვა ფერის თმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

Must Read

The Secret to Your Company’s Financial Health is Very Important

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

A Look at How Social Media & Mobile Gaming Can Increase Sales

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Boxtrade Lands $50 Million in Another New Funding Round with IBM

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Dell Will Invest $125 Billion in China’s Tech in the Next 5 Years

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Mobile Marketing is Said to Be the Future of E-Commerce

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...