ამერიკელი მონადირე, ალისა სვიტლიკი, შოტლანდიის ერთ-ერთ კუნძულზე სანადიროდ გაეშურა. მას შემდეგ, რაც ალისამ დახოცილ ჯიხვებთან და გარეულ თხებთან ერთად გადაღებული სურათები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, შოტლანდიის მოსახლეობისგან და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებისგან მწვავე კრიტიკა მიიღო.

შოტლანდიის პოლიციაში უამრავი საჩივრის შემდეგ, 33 წლის მონადირე გოგონა დააკავეს და ფულადი ჯარიმა დააკისრეს.

საკუთარი პოსტებიდან გამომდინარე, ალისა ძალიან ამაყობს საკუთარი ნანადირევით. ის წერს: “შეხედეთ ამ მშვენიერ გარეულ თხას! დღეს ძალიან ვიხალისე ნადირობით. ისინი ვიწრო კლდეებზე ცხოვრობენ, ძალიან კარგად იციან, როგორ დაიმალონ, თუმცა 200 იარდიდან შესანიშნავი გასროლა გავაკეთე და მიწაზე დავანარცხე.”

იხილეთ რამოდენიმე ფოტო ალისას ტვიტერიდან: