24 წლის შემდეგ, საშობაო კლასიკად აღიარებეული “All I Want For Christmas Is You” რეკორდებს ხსნის. მერაია კერის ამ ლეგენდარულმა სიმღერამ, მსოფლიოს ყველაზე დიდ ონლაინ სტრიმინგის პლატფორმაზე, Spotify-ზე, ერთი დღის რეკორდი მოხსნა. შობის წინა დღეს, 24 დეკემბერს, “All I Want For Christmas Is You”-ს გლობალურმა მოსმენებმა 10.8 მილიონს გადააჭარბა.

 

აქამდე რეკორდი ახალგაზრდა ამერიკელ რეპერს XXXtentacion-ს ეკუთვნოდა. მისი 2018 წლის ჰიტმა, სახელად “SAD!” 24 საათში 10.4 მილიონი მოსმენა მოაგროვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ სიმღერის პოპულარულობა XXX-ის გარდაცვალებით იყო გამოწვეული.

 

ამჟამად Billboard-ის ჩარტებში, “All I Want For Christmas Is You” მე-7 ადგლის იკავებს. გამომცემლობის მიხედვით ბოლო 60 წლის მანძილზე ეს სიმღერა, მსგავსი შინაარის მქონე სიმღერებთან შედარებით, ჩარტების ყველაზე მაღალ წერტილში მოექცა. ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სიმღერებში კი მე-11 ადგლის იკავებს.