ქარიმ ოლამილექანი მხოლოდ 11 წლისაა და ის უკვე ზრდასრულ სტუდენტებთან ერთად მხატვართა აკადემიაში სწავლობს. ეს ფაქტი აღარ გაგაკვირვებთ, თუ ამ პატარა ბიჭის ნამუშევრებს ნახავთ. 

ქარიმი ნიგერიაში დაიბადა. ხატვა 6 წლის ასაკიდან დაიწყო და მას შემდეგ ეს მის საყვარელ საქმიანობად იქცა. როცა ქარიმი 8 წლის იყო, მან და მისმა მშობლებმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ერთხელ, მან დაინახა ბიჭი, რომელიც მის სახლთან ახლოს ხატავდა. ქარიმმა  ბიჭი გაიცნო, გაიგო, რომ აიოვის სახელობის ხელოვნების პროფესიული აკადემიიის სტუდენტი იყო  და გადაწყვიტა, რომ თვითონაც იქ ესწავლა.

ქარიმმა თავისი ნახატები აკადემიის პროფესორს მალევე აჩვენა. ეჭვი არ იყო, რომ ბიჭი ნამდვილად იმსახურებდა აკადემიაში სწავლას. ასე დაიწყო ქარიმმა პროფესიონალურად ხატვა. 

პატარა მხატვარი ღარიბულ უბანში ცხოვრობს. ერთ ერთ ინტერვიუში ამბობს: “ჩემი ოჯახი ზედმიწევნით შრომობს, რათა ლუკმა-პური გვქონდეს. ეს კი დიდ სტიმულს მაძლევს”

ქარიმი ოცნებობს, რომ ისეთივე დიდებული მხატვარი იყოს, როგორიც მიქელანჯელოა. პატარა მხატვარს სჯერა, რომ მისი ნამუშევრები გალერეში, ცნობილ მხატვრების გვერდით იქნება.

 

რთულია დაიჯერო, რომ ეს ნახატები 11 წლის ბიჭის შექმნილია:

View this post on Instagram

@realdonaldduke

A post shared by kareem waris (@waspa_art) on

View this post on Instagram

Happy birthday @ibrahim_chatta

A post shared by kareem waris (@waspa_art) on

 

View post on imgur.com

View post on imgur.com

View post on imgur.com

View post on imgur.com