ათასწლეულების მანძილძე ბაობაბის ხეები აფრიკის სავანეების სიმბოლოდ მიიჩნეოდა, თუმცა, ახლა ეს საოცარი ხეები სულს ღაფავენ და აფრიკის მოსახლეობა შიშობს, რომ მალე ბაობაბის ხეები მთლიანად გადაშენდებიან.

ისტორიის მანძილზე, ამ უძველეს ხეებს (ზოგიერთი მათგანი 2,000 წელს აღემატება) ფოლკლორში, ლეგენდებში და მითებში სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ: “სიცოცხლის ხე,” “მაიმუნების საარსებო ხე” “ამოტრიალებული ხე” და მრავალი სხვა.

ერთ-ერთი აფრიკის ყველაზე ძველი ბაობაბის ხე უკვე მკვდარია და მეცნიერების ფიქრობენ, რომ ეს კლიმატური ცვლილებიბთ არის გამოწვეული. ზოგიერთი ხეები ზიმბაბვეში, ბოტსვანაში, ნამიბიასა და ზამბიაში ჯერ კიდევ ანტიკური ბერძნების ხანიდან ითვლის წლებს.

მკვლევარების თქმით, 13 ყველაზე ძველი ბაობაბის ხეებიდან 9-მ და 6 ყველაზე დიდი ხეებიდან 5-მა ან სიცოცხლე დაასრულა, ან ნახევრად გახმა ბოლო 12 წლის განმავლობაში.

View post on imgur.com

View post on imgur.com

View post on imgur.com

View post on imgur.com

View post on imgur.com