1. სტივენ ჰოკინგი (1942-2018)
ბრიტანელი ფიზიკოსი და ავტორი, რომელიც მისი განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადების მიუხედავად, შეძლო და ჩვენი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე პოპულარული მეცნიერი გახდა.

“პირველი, დაიმახსოვრეთ, რომ მუდამ ვარსკვლავებს უყუროთ და არა საკუთარ ფეხის თითებს. მეორე, არასდროს მიატოვო ის საქმე, რაც ძალიან გიყვარს. საქმე გაძლევს მიზანს. მის გარეშე ცხოვრება სიცარიელეა და მესამე, თუ ისეთი იღბლიანი აღმოჩნდით, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვეთ, ყველაფერი გააკეთეთ მის შესანარჩუნებლად” – სტივენ ჰოკინგი.

 

2. არეთა ფრანკლინი (1942-2018)
ცნობილია როგორც “სოულის ჟანრის დედოფალი.” მას ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული ხმა მუსიკის ისტორიაში. მისი წყალობით კიდევ უფრო პოპულარული გახდა ჯაზი, გოსპელი, სოული და ბლუზები.

“იყო მომღერალი, ეს ბუნების საჩუქარია. ეს არის უმაღლესი ხარისხის ჯილდო რაც კი ღმერთს შეეძლო, რომ ჩემთვის ებოძა დად ამით ბედნიერეი ვარ.” – არეთა ფრანკლინი.

 

3. სტენ ლი (1922-2018)
ამერიკული კომიქსების, “ადამიანი ობობას,” “ჰალკის,” “ფანტასტიკური ოთხეულის” შემქმნელი, რომელმაც კომიქსების წიგნი მულტი-მილიონ დოლარიან ინდუსტრიად აქცია.

“როდესაც კომიქსების წიგნის ყრილობაზე ვარ, სულ ცოტა ერთი ფანი მაინც მეკითხება: “რა არის ყველა დროის ყველაზე დიდი სუპერ-ძალა?” მე ვპასუხობ, რომ ყველაზე დიდი სუპერ-ძალა ‘იღბალია.'” – სტენ ლი.

 

4. ჯონ მაკ-კეინი (1936-2018)
ამერიკელი ვიეტნამის ომის გმირი, რომელიც შტატებში ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსი გახდა. 2008 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი (დამარცხდა ბარაკ ობამასთან).

“ამერიკელები არასდროს ნებდებიან. ჩვენ არასდროს ვემალებით ისტორიას, ჩვენ თვითონ ვქმნით ისტორიას.” – ჯონ მაკ-კეინი.

 

5. ვერნ ტროიერი (1969 – 2018)
ამერიკელი მსახიობი. განსაკუთრებით ცნობილი გახდა ფილმ „ოსტინ პაუერსში“ შესრულებული მინი-მეს როლით. ტროიერი ცნობილია აგრეთვე როლით ფილმში: „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“

“მიყვარს იმის კეთება რაც ხალხს კარგ ხასიათზე აყენებს. მსიამოვნებს როდესაც ადამიანებს ვაცინებ.” – ვერნ ტროიერი

 

6. მაკ მილერი (1992-2018)
ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი. მისი 2018 წლის ალბომი “Swimming” გრემის დაჯილდოვებაზეა წარდგენილი.

“ისინი გეტვიან არას, ეცდეიან დაგიმსხვრიონ ყველა ოცნება. მაგრამ შენ ძლიერი უნდა იყო. თუ წაიქცევი უნდა ადგე და დაწყებული საქმე დაასრულო!” – მაკ მილერი