ჩვენ ეს შევძელით! გადავურჩით დროის ლაბირინთს და შემდეგ წელში გადავედით. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გადავრეცხოთ 2018 წლის ნაგავი და ენთუზიაზმით შევეგებოთ 2019 წელს. ჩამოვთვალე 5 რამ, რაც 2019 წელის დღეებს ცოტათი მაინც გაგვიხალისებს. საკუთარ აზრი შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე გამოხატოთ.

1. ქალების მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.

2019 წელს გაიმართება რიგით მე-7 მსოფლიოს ჩემპიონატი ქალების ფეხბურთში, რომელიც 7 ივნისიდან 7 ივლისამდე გაგრძელდება. ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს და მატჩები 9 სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება. აშშ ამ ჩემპიონატზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

View post on imgur.com

2. 3D პრინტერების აღორძინება

პრინტერები, რომლებიც სამ განზომილებაში ‘ბეჭდავენ’ ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოგონებაა და 2019 წელს, ტექნიკის მოყვარულების აზრით, ეს ტექნოლოგია მსოფლიო ბაზარს დაიპყრობს. საუბარია 3D ბიოპრინტერებზე მედიცინაში, 3D მეტალის პრინტერები მრეწველობაში და უფრო მეტიც, 3D პრინტერები სახლში. დიახ, Xerox-ი 3D პრინტერების თამაშში ჩაერთო!

 

3. მზისა და მთვარის დაბნელება, 5-ჯერ!

2019 წელის 6 იანვარს ნაწილობრივ ხოლო 2 ივლის მზის სრულ დაბნელებას ვიხილავთ! 26 დეკემბერს იქნება მზის რკალური დაბნელება, რომელის დანახვაც მხოლოდ ინდოეთიდან იქნება შესაძლებელი. 21 იანვარს სრულის ხოლო 16 ივლისს ნაწილობრივ მთვარის დაბნელებას ვიხილავთ.

 

4. “სამეფო კარის თამაშების” ახალი სეზონი

მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი დასასრულს უახლოვდება. “სამეფო კარის თამაშების” მე-8 და რიგით ბოლო სეზონის ეკრანიზაცია 2019 წლის აპრილში მოხდება. სეზონი მხოლოდ 6 სერიისგან შედგება და მსხიობების თქმით ეს იქნება ყველაზე შოკისმომგვრელი სეზონი სერიალის ისტორიაში.

 

5. “მხევლის წიგნი”-ის ახალი წიგნის პრემიერა

მარგარეტ ეტვუდის, 1985 წლის ნოველის, “მხევლის წიგნის” გაგრძელება “The Testaments” (აღთქმები) თაროებზე 2019 წლის სექტემბერში გამოჩნდება. ნოველა იწყება Offred-ის ფინალური სცენიდან 15 წლის შემდეგ და ნარატივს ერთდროულად სამი ქალი შეასრულებს.

View post on imgur.com