ზოგიერთი ფილმის სიუჟეტი იმდენად შთამაგონებელია, რომ გვსურს რეალურ ამბავზე იყოს დაფუძნებული. ზოგიერთი პერსონაჟი შეიძლება ისე შეგვიყვარდეს, რომ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფად კი არა, ცოცხალ ინდივიდად აღვიქვათ.

ფილმები ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეალურად არსებული, ძლიერი და ღირსეული ადამიანის ცხოვრებაა ასახული.  

წარმოგიდგენთ 6 ფილმს ძლიერ ქალებზე, რომლებმაც გენდერული სტერეოტიპები დაამსხხვრიეს.  

 

1.სუფრაჟისტები (2015)

 

სუფრაჟისტები ასე შეარქვეს ფემინიზმის პირველ ტალღას. მათი დამსახურებაა, რომ დღეს ქალებს შეუძლიათ განათლებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. ამ ქალებს ჯერ დასცინოდნენ, შენდეგ ებრძოდნენ, ციხეში ამწყვევდნენ, ძალადობდნენ, აწამებდნენ, თუმცა, სუფრაჟისტები მაინც არ ნებდებოდნენ. ბოლოს კი მათი ხელისუფლებასაც შეეშინდა და დათმობებზე წავიდა. 

 

2. უდაბნოს ყვავილი (2009)

 

ყველა ადამიანი დგება იმ გზაგასაყარის წინ, რომელიც მის ცხოვრებას განსაზღვრავს. ვარის დირიე ამ გზაგასაყარს 13 წლის ასაკში მიადგა და მან სწორი არჩევანი გააკეთა. ის ჯერ სომალიდან მოგადიშოში, შემდეგ კი ლონდონში გაიქცა. ეს ამბავი არაა პირველ შავკანიან ტოპ-მოდელზე, ისტორია მოგვითხრობს პირველი ქალზე, რომელიც გაეროს ელჩად დაინიშნა და რომელმაც გოგონათა წინდაცვეთის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა.

 

3. დიდი თვალები (2014)

 

მარგარეტ კინი ცნობილი მხატვარია, რომლის ნამუშევრებმაც მრავალი ადამიანი მონუსხა. მისი ხატვის სტილი უნიკალურია-დიდი თვალები- აი, ესაა მისი სავიზიტო ბარათი. თვალები ადამიანის სულის სარკეა, მაგრამ ხადახან თვალების ხატვის ოსტატიც კი ვერ ასხვავებს ცბიერ და ალალ თვალებს ერთმანეთისგან. 

 

4. აგორა (2009)

 

ჰეპათია პირველი ქალი-მეცნიერი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერია. მას ბერძენი ხალხი პატივს სცემდა, მის აზრს მმართველნი ითვალისწინებდნენ, ალექსანდრიაში მის ლექციებს კი ათასობით ადამიანი ესწრებოდა. ჰეპათიას მტრებიც ჰყავდა, რომლებსაც აღიზიანებდათ ქალის ასათი დამოუკიდებელი, განათლებული და არაქრისტიანული ფიგურა. 

 

5. ჩრდილოეთის ქვეყანა (2005)

 

თუ ფიქრობთ, რომ ქალის ადგილი მაღაროში არ არის, ძალიანაც ცდებით. ამაში ეს ფილმი დაგარწმუნებთ. ისტორია მოგვითხრობს პირველ ქალზე, რომელმაც სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროვების მუხლით სასამართლო პროცესი მოიგო.

 

6. დამალული ფიგურები (2017)

 

 წარმოიდგინეთ 1960-იანი წლები, როდესაც ამერიკაში ჯერ კიდევ ყვავის რასიზმი. არსებობს თეთრკანიანებისა და ფერადკანიანების საპირფარეშოები, ბიბლიოთეკები, ფანტანები. ყველაფერი სეგრეგირებულია: თეთრების და ფერადკანიანების. ამ პერიოდში ცხოვრობდნენ აფრო-ამერიკელი ქალები, რომლებიც მუშაობდნენ NASA-ში და რომლებიც ჯონ გლენს დაეხმარნენ ორბიტაზე გამგზავრებაში.