მსოფლიოში ნომერ პირველი youtuber-ი ქართული წარწერით, Pewdiepie დემნა გვასალიას სამოსში

372
http://breaking.ge/wp-content/uploads/2019/01/ფიუდს.png

ფელიქს შელბერგი, იგივე Pewdiepie, შვედი იუთუბერია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია იუთუბზე ლიდერობს და ამჟამად 80 მილიონი გამომწერი ჰყავს. მის უახლეს ვიდეოში ფელიქსი დემნა გვასალიას ახალი ჯემპრით გამოჩნდა, რომლის საყელოზეც დატანილია წარწერა: „უფალო შეგვიწყალენ“. ჯემპრი ვეტმანის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა და 770 ამერიკული დოლარი ღირს.
ვეტმანის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია დატვირთულია ქართული სიმბოლოებით, რომელიც მნახველს ომით გახლეჩილი საქართველოს ისტორიას უყვება. კოლექციაში ილუსტრირებულია რუსეთ-საქართველოს ომი, 90-იანი წლების მძიმე პერიოდი და იმდროისთვის საქართველოში დამკვიდრებული ქურდული მენტალიტეტი. დემნა გვასალიას თქმით, ეს მისი ყველაზე პირადი კოლექცია იყო. 2018 წელს ვოგისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: „ ეს ჩემი ცხოვრების დოკუმენტური ფილმის გაფორმებას ჰგავდა, ამ კოლექციას საქართველოს ვუძღვნი.“
Pewdiepie-მ ზემოხსენებული ვიდეო თავის გვერდზე სულ რაღაც ორი საათის წინ ატვირთა, რომელსაც უკვე ნახევარი მილიონი ნახვა აქვს.

სრული კოლექცია

 

ვიდეო:

 

როგორც ჩანს Pewdiepie-მ  დემნას კიდევ ერთი პროდუქტი შეიძინა:

 

View this post on Instagram

 

Thought I looked level 100 boss, might delete later ❤️💞💖💗👅❣️💌💕

A post shared by PewDiePie (@pewdiepie) on

p.s subscribe to pewdiepie