ხშირად, ზრდასრულები ფიქრობენ, რომ მრავალსერიანი ანიმაციები მხოლოდ ბავშვებისთვისაა. თუმცა, არის ისეთი მულტფილმები, რომლებიც უფროსებსაც დააინტერესებთ. მთავარია, ერთ სერიას უყურო, რომ მას ვეღარ მოწყდე. 

 

1. ავატარი: ლეგენდა აანგზე

View post on imgur.com

ერთი შეხედვით, საღ აზრს მოკლებული ანიმაციაა: ვიღაც წყალს მართავს, ვიღაც ცეცხლს, სხვანი მიწასა და ჰაერს, რჩეული კი-ოთხივე სტიქიას. თითქოს, ამ მულტფილმში არაფერია ისეთი, რითაც ზრდასრული დაინტერესდება. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, “ავატარი” ანიმაციაა, რომელიც სავსეა სიბრძნით. მულტფილმში მრავალი პრობლემაა წარმოდგენილი: დაპირისპირება მამათა და შვილთა თაობას შორის, მხსნელის მოლოდინი, განსხვავებულის გარიყვა და ა.შ. მულტფილმის გმირებსა და რეალურ ადამიანებს შორის მხოლოდ ერთი რამაა განსხვავებული: სტიქიების მართვა. ამ ანიმაციაში სხვა ყველაფერი რეალურია.

ფრაზა: როდესაც ყველაზე დაბლა ვეშვებით, მაშინ იწყება ჩვენში ყველაზე დიდი ცვლილებები.

 

2.ავატარი: ლეგენდა კორაზე

View post on imgur.com

ისევ ავატარი, სტიქიების მართვა და ზღაპრული ცხოველები. ამ ანიმაციაში ნახავთ ავატარი აანგის და მისი მეგობრების შთამომავლობას და მათ თავგადასავალს. სუბიექტური ვიქნები, თუმცა მაინც დავწერ. პირადად მე, ეს ანიმაცია უფრო მიყვარს, რადგან აქ ბოროტ გმირებს აქვთ საკუთარი იდეოლოგია, მსოფლმხედველობა, რაც მათ ქმედებებს ამართლებს (მიზანი ამართლებს შაშუალებას). ზოგს თანასწორობა სურს, ზოგს თავისუფლება, ნაწილს სულებთან ურთიერთობის აღდგენა უნდა, დანარჩენი ქვეყნის გაერთიანებისთვის იბრძვის. ავატარის სამყაროში ისევ არეულობაა, თუმცა ქაოსს მხოლოდ კორა ვერ შეაჩერებს.

ფრაზა: გონება ან საუკეთესო მოკავშირე ან ყველაზე საშიში მტერია.

ზოგჯერ საკუთარი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა სხვისი დახმარებაა.

 

3. გრავითი ფოლსი

 

ზაფხულის არდადაგები ბავშვებისთის (და არამარტო ბავშვებისთვის) ერთ-ერთი საყვარელი დროა. ტყუპი და-ძმა სწორედ არდადაგების პერიოდში ესტურებიან ბიძას, რომელიც, ერთი შეხედვით, ძალიან მოსაწყენ პროვინციაში ცხოვრობს. მათ გარშემო უამრავი ისეთი საიდუმლოა, რომლებიც ზრდასრულსაც დააინტერესებს. სხვა თუ არაფერი, “გრავითი ფოლსი” სავსეა იუმორით, რომელიც დღეს აუცილებლად გაგიხალისებთ.   

ფრაზაროცა გარშემო პოლიცია არაა, მაშინ ყველაფერი ნებადართულია. 

 

4. რიკი და მორტი

 

ესაა მულტფილმი გიჟ-მეცნიერ ბაბუასა და დაბნეულ შვილიშვილზე. ეს ისეთი ანიმაციაა, რომელიც უფრო მოზრდილებისთვისაა, ვიდრე ბავშვებისთვის. მათი ისტორია ზრდასრულებს ნამდვილად გაახალისებთ და კიდევ ერთი, ეს ანიმაცია მისწრებაა მათთვის,  ვისაც “დირთი” აზროვნება აქვს.

ფრაზა: ქორწილი ესაა, დაკრძალვა ტორტით.

როგორი იქნებოდა სამყარო, სადაც ჰიტლერი კიბოს განკურნავდა? პასუხი: ამაზე არ             იფიქრო. 

ქმარი: ვისურვებდი, თოფი ჩემი პენისი ყოფილიყო.

ცოლი: ამ შემთხვევაში მე ერნესტ ჰემინგუეი ვიქნებოდი. 

 

 5. ღობის მიღმა

View post on imgur.com

მოხდა ისე, რომ ორი ძმა ტყეში დაიკარგა. სახლისკენ მიმავალი გზის ძიებაში კი უამრავი ფათერაკის გადალახვა მოუწევთ. მთავარია, საკუთარ შიშს თვალებში ჩახედონ და არ გაიქცნენ. მულტფილმის თითოეული გმირი განსხვავებული და ინდივიდუალურია. მიუხედავად მისა რომ პერსონაჟთა უმრავლესობა ზღაპრული არსებაა, ისინი პიროვნულად  იმდენად ადამიანურები არიან, რომ აუცილებლად მიამსგავსებთ საკუთარ თავს ან თქვენს ნაცნობებს. 

ფრაზა: ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, თუ გონებას მისკენ მიმართავ.

 

6. სიკვდილის დღიური

View post on imgur.com

 

თუ დეტექტივი, ტვინის დაძაბვა, აზროვნება, ფიქრი, ფიქრი, ფიქრი და ფიქრი გიყვართ, მაშინ ეს ანიმე თქვენთვისაა. ესაა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ყველაზე კეთილშობილი მიზანი ბოროტებად გარდაიქმნას. უსაზღვროდ დიდ, გაუკონტროლებელ ძალაუფლებას შეუძლია ყველაზე ჩვეულებრივი ბიჭიც კი ტირანად აქციოს. ესაა ანიმე, რომელის ნახვის შემდეგაც მასზე ფიქრი არ მოგშორდებათ. 

ფრაზა: ხანდახან კითხვები რთულია, თმცა პასუხებია მარტივი. 

მიმოიხედე, ყველაფერი, რასაც დაინახავ არიან ადამიანები, რომელთა გარეშედაც სამყარო ბევრად უკეთესი იქნებოდა.

არ არსებობს სამოთხე ან ჯოჯოხეთი. მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებ სიცოცხლეში. სიკვდილის შემდეგ ყველა ერთსა და იმავე ადგილას მიდის. სიკვდილი თანასწორია.