ფრიდრიხ ნიცშე რომ დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსია ამაზე არავინ დაობს. მის იდეებსა და შეხედულებებს მრავალი ადამიანი იზიარებს. მან საფუძველი ჩაუყარა ისეთ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ მიმდინარეობებს, როგორებიცაა სიცოცხლის ფილოსოფია, ეგზისტენციალიზმი და ფენომენოლოგია.

ნიცშეს სიყვარულში არ უმართლებდა. მისი გრძნობები ყოველთვის ცალმხრივი იყო. ნიცშეს თავისი მეგობრის, ვაგნერის ცოლი უყვარდა. ის ამბობდა, ვაგნერი თეზევსია, მისი ცოლი კი- არიადნა. თავის თავს კი მიწიერ, ბიწიერ დიონისეს ადარებდა. იმედი ჰქონდა, რომ ვაგნერის ცოლი მასთან დარჩებოდა, ისე როგორც არიადნა დიონისესთან. თუმცა ოცნება ოცნებად დარჩა. 

იქნებ, სწორედ ამ ტრაგიკული სიყვარულის გამოა, რომ მისი ნაშრომები სავსეა სექსისტური ფრაზებით.

წარმოგიდგენთ ნიცშეს გამონათქვამებს ქალებზე:

  1.  ქალში დიდხანს იმალებოდა მონა და ტირანი, ამიტომ მას არ ძალუძს მეგობრობა, მან მხოლოდ სიყვარული იცის, რომელიც მუდამ სავსეა უსამართლობით და სიბრმავით.
  2. ქალი ღმერთის მეორე შეცდომა იყო.
  3. მამაკაცი ქალისთვის საშუალებაა, მიზანია ბავშვი.
  4. მამაკაცი უნდა აღიზარდოს მეომრად, ქალი კი მეომრის დასასვენებლად.
  5. ქალს ღირსების არა გაეგება. მისი ღირსებაა უყვარდეს უფრო მეტად და სიყვარულში იყოს პირველი.
  6. მამაკაცი ბედნიერებას სურვილის დაკმაყოფილებაში ჰპოვებს, ქალი კი ამ სურვილის აღძვრაში.
  7. მორჩილებაში ჰპოვებს თავის სიღრმეს, რადგან თავისთავად მოკლებულია სიღრმეს და წყალმარჩხში მობუბუნე ქაფს ჰგავს. მამაკაცი, პირიქით, ღრმაა და მიწისქვეშა გვირაბებში ბობოქრობს მისი მჩქეფარე დინება. 
  8. როცა ქალთან მიდიხარ, როზგი არ დაგავიწყდეს. 
  9. მე მინდა ყველა მამაკაცში ვხედავდე მეომარს, ქალებში- ბავშვების მშობელს, მაგრამ ისე, რომ შეეძლოთ მათ ცეკვა არა მართო ფეხებით, არამედ თავითაც.
  10. ქალური და მონური ჯიში ცდილობს დღეს გახდეს ადამიანის ბედის განმგებელი. მათი მიზანია ადამიანის შენარჩუნება და ამ მიზნით მართავენ ქვეყანას. არადა დაძლეულ უნდა იქნან ეს ვაი-ბატონები, რადგან ისინი არიან ზეკაცისთვის ყველაზე დიდი საშიშროება.