ანიმაციებში მრავლადაა ისეთი სცენა, რომლებსაც რთულია ცრემლების გარეშე უყურო. პერსონაჟთა სევდას ჩვენც განვიცდით, მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ მათი ამბავი გამოგონილია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

წარმოგიდგენთ, 10 ემოციურ სცენას მულტფილმებიდან, რომლებიც ცრემლებს მოგგვრით.

გაფრთხილება: სტატიაში უამრავი სპოილერია!

 

1. “კეთილი დინოზავრი”

კეთილი დინოზავრი პატარა ბიჭუნასთან დამეგობრების შემდეგ იწყებს მასზე ზრუნვას. ისინი ერთმანეთის დახმარებით გადალახავენ უამრავ დაბრკოლებას. მიზანი ერთია- დაბრუნდნენ სახლში. უყურებ მულტფილმს და გინდა მეგობრები სამუდამოდ ერთად დარჩნენ, ამიტომაც რთულია დამშვიდობების სცენას ცრემლების გარეშე უყურო.

 

2. “სათამაშოების ისტორია 3”

ენდი გაიზარდა, სათამაშოები სხვენში შეაწყო და მოემზადა კოლეჯში წასასვლელად. არადა, ბავშვობაში რა კარგად ერთობოდა თავის მეგობრებთან ერთად. ახლა უკვე დიდია და დროა მათ დაემშვიდობოს.

 

3. “თავდაყირა”

უამრავ ბავშვს ჰყავს წარმოსახვითი მეგობარი, რომელსაც ბევრს ეთამაშება და ელაპარაკება. თუმცა, დრო გადის, ვიზრდებით და მათი არსებობაც გვავიწყდება. ამ საყვარელმა და ერთგულმა წარმოსახვითმა არსებამ თავისი მეგობრისთვის თავი გაწირა. რთულია, მისმა მოქმედაბამ გული არ აგიჩუყოთ.

 

4. “ჰერკულესი”

მეგის სიკვდილი ერთ-ერთი სევდიანი სცენაა. მისმა თავგანწირვამ და დიდმა სიყვარულმა უამრავი მაყურებელი მონუსხა.

 

5. “მეფე ლომი”

მუფასას სიკვდილი ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი მძიმე მოგონებაა.

 

6. “მფრინავი სახლი”

შესაძლოა შენს მეზობლად მცხოვრებ უჟმურ, მუდამ უკმაყოფილო მოხუც კაცს უდიდესი სიყვარული შეუძლია. მულტფილმის მთავარი გმირი სწორედ ასეთი ბუზღუნა, ჯიუტი კაცია, რომელსაც წარსულში ძალიან გაუმართლა და შეხვდა ქალს, რომელთანაც უდიდესი სიყვარული აკავშირებდა. თუმცა, ყველაფერს აქვს დასასრული.

 

7. “მონსტრების კორპორაცია”

ესაა დამშვიდობების სცენა, რომელიც აუცილებლად დაგასევდიანებთ.

 

8.”დამბო”

ცირკში ყველა თავის დედიკოსთან ერთადაა. მხოლოდ დამბოს დედა ჰყავთ უსამართლოდ დამწყვდეული. გულს აუცილებლად აგიჩუყებთ სცენა, სადაც დედა სპილო გალიიდან ეფერება თავის პატარა სპლიყვს.   

 

9. “ალადინი”

ჯინი თავისუფალია, აღარ იქნება ჯადოსნურ  ლამპარში გამომწყვდეული. თუმცა, ეს კადრები, მაინც სევდიანია. ალადინისა და ჯინის დამშვიდობება ერთ-ერთი ემოციური სცენაა.

 

10. “ყველა ძაღლი სამოთხეში ხვდება”

ჩარლი ერთგული და მამაცი მეგობარია, რომელიც იმსახურებს ძაღლების სამოთხეში ყოფნას. ესაა სცენა, რომელიც გულს აუცილებლად აგიჩუყებთ.