პეტრ ჩეხი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. ინფორმაცია პრემიერ ლიგის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა.

ჩეხი მეკარე ინლისში პირველად ჩელსის რიგებში 2004 წელს გადავიდა, სადაც მან 11 წელი გაატარა. შემდეგ იგი 2015 წელს არსენალში გადავიდა და როგორც ჩანს კარიერასაც ამავე გუნდში ამთავრებს.

 

 

უდიდესი გამოცდილების მქონე 36 წლის მეკარემ, მისი 20 წლიანი კარიერის განმავლობაში ყველაფერს მიაღწია რისი მიღწევაც მას ფეხბურთში სურდა და ფიქრობს, რომ უკვე დროა ხელთათმანები ჩამოკიდოს.

მან დაამატა: “ეს ჩემი მეოცე სეზონია როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი და უკვე 20 წელი გავიდა რაც პირველად მოვაწერე კონტრაქტს ხელი, ამიტომ ვფიქრობ სწორი დროა რომ პენსიაზე გავიდე.”

“მოუთმენალად ველი თუ რას მიმზადებს ცხოვრება საფეხბურთო მოედნის გარეთ”

პეტრ ჩეხის კარიერა ინგლისში ასე გამოიყურება:

  • 5 FA cup(ინგლისის თასი)2
  • 4 პრემიერ ლიგა
  • 4 ინგლისის სუპერთასი
  • 3 ლიგის თასი( EFL cup)
  • 1 უეფას ჩემპიონთა ლიგა
  • 1 უეფას ევროპის ლიგა

რამდენიმე სეივი ლეგენდალური მეკარისგან: