Google-ის ერთ-ერთმა იაპონელმა თანამშრომელმა, ემა ჰარუკა ივაომ, მათემატიკური მუდმივა “პი”-ს 31 ტრილიონი ციფრი იპოვა გუგლის სუპერკომპიუტერების დახმარებით, რითაც მისი წინამორბედის 22 ტრილიონიანი მსოფლიო რეკორდი დაამხო.

“პი,” ეს არის რიცხვი, რომელიც წრეწირის სიგრძის დიამეტრზე გაყოფით მიიღება. პირველი სამი ციფრი 3,14… ძალიან კარგად ცნობილია, თუმცა ამ ციფრებს უსასრულო ციფრემი მოჰყვება და ამ ციფრების ზუსტად დასახელება რთულია, რადგან მისთვის არანაირი კანონზომიერება არ არსებობს.

მის გამოსათვლელად ივაომ 170 ტერაბაიტი მონაცემთა ბაზა შექმნა. შედარებისთვის, დაახლოებით 200,000 მუსიკალური ტრეკი 1 ტერაბაიტს იკავებს. მან 25 ვირტუალური კომპიუტერი გამოიყენა და 121 დღე მოანდომა 31 ტრილიონი 9 ტრილიონი ციფრის პოვნას. თანაც, როგორი სიმბოლურია. დღეს ხომ 3/14-ია (14 მარტი, მე-3 თვე).

“გაოცებული ვარ. რეალობის შეგრძნება დავკარგე. მსოფლიო რეკორდის დამყარება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ. “პი” არ ჩერდება და მეც სულ უფრო და უფრო მეტ ციფრს ვიპოვი.” განაცხადა ივაომ.

“პი – არა მარტო წრეწირების გაზომვებში, არამედ თითქმის ყველაფრის გამოთვლებში გვხვდება, ქანქარის პერიოდიდან დაწყებული სხივის ძალით დამთავრებული. თანამედროვე მათემატიკა, ფიზიკა, ტექნოლოგიები და ინჟინერია “პი”-ს გარეშე ვერ იარსებებდა.” ამბობს მათემატიკოსი მეთ პარკერი.

2010 წელს, ნიკოას სიიზემ, გამოიყენა Yahoo-ს სუპერ კომპიუტერები დააადგინა რომ “პი”-ის ორი მეკვადრილიონე ციფრი 0-ია. ამ გამოთვლებს, იმ დროისთვის ჩვეულებრი კომპიუტერი 500 წელს მოუნდებოდა. თუმცა მას არ გამოუთვლია თუ 0-მდე რა ციფრები იმყოფება.