სულ მალე მსოფლიოს 5G ინტერნეტ ტექნოლოგია დაიპყრობს. თუ კარგად დააკვირდებით, თქვენი ტელეფონის მაღალ კუთხეში დაინახავთ ინდიკატორებს 4G-LTE და 3G ან ღმერთმა დაგიფაროთ და 2G. ეს თქვენი ტელეფონის ინტერნეტთან წვდომის ინდიკატორია. რაც უფრო მაღალია G, ინტერნეტიც მით უფრო სწრაფია.

G აღნიშნავს Generation-ს, ანუ “თაობა.” ყველა თაობას თავისი დამახასიათებელი ნიშნაი აქვს:

1G – ქსელმა საშუალება მოგვცა ერთმანეთთან გვესაუბრა ტელეფონით.
2G – ქსელმა საშუალება მოგვცა ერთმანეთისთვის მესიჯები გაგვეგზავნა.
3G – ქსელმა მოგვცა ფართო მონაცემებთან წვდომა და ინტერნეტი.
4G – ტექნოლოგიამ კი ეს ყველაფერი სწრაფი და მოსახერხებელი გახადა.

თუ ფიქრობთ, რომ 5G ცოტა უფრო სწრაფი, სანდომიანი და უბრალოდ ახალი ტექნოლოგიაა, ძალიან ცდებით. სინამდვილეში ეს უდიდესი გარღვევაა ტექნოლოგიების სამყაროში.

რა არის განსაკუთრებული 5G-ში? პირველ რიგში, ეს ტოქნოლოგია უსწრაფესია, მის უკაბელო ინტერნეტის სისწრაფეს შეუძლია 20 გეგაბიტ წამს მიაღწიოს, ანუ 250-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე 4G. მაგალითად, თუ თქვენ აქამდე Netflix-ზე ერთ ფილმს HD-ში უყურებდით, ახლა შეგეძლებათ 400 ფილმის ყურება ერთდროულად, თანაც 8K ხარისხში.

ეს სულაც არ იქნება ყველაზე საოცარი მოვლენა, რაც 5G-ის განვითარებას მოჰყვება. მისი მთავარი უპირატესობა ძალიან დაბალ ლატენტურობაში მდგომარეობს, რომელიც ინფორმაციის გაგზავნა-მიღების სისწრაფეს უკავშირდება. 4G-ის სისწრფე 100-200 მილი/წამია, ადამიანის რეაქციის (ინფორმაციის აღქმის) კი 200-300 მილი/წამი. მაგრამ 5G-ის სისწრაფე 1 მილი/წამი, რაც იმას ნიშნავს, რომ 5G-ის მეშვეობით, შეგეძლებათ დაიხუროთ VR Headset-ი და მართოთ მაქნანა, რომელიც თქვენგან კილომეტრებით არის დაშორებული, რეალურ დროში. დიახ, 5G-ის მეშვეობით მოხდება ავტომობილების მართვა მძღოლის გარეშე.

ეხლა დაივიწყეთ მანქანები. ოპერაციები შესაძლებელია გაკეთდეს დისტანცურად, რობოტების საშუალებით. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ექიმი და ხართ პარიზში, ამავდროულად, სასწრაფო ოპერაცია გაქვთ გასაკეთებელი თბილისში. როგორ მოიქცევით? თავზე იხურავთ VR Headset-ს და აკეთებთ ოპერაციას. თქვენს თითოეულ მოქმედებას კი, რობოტი, იმეორებს თბილისში და ზუსტად იმას აკეთებს, რასაც თქვენ საფრანგეთში. ანუ, ოპერაციის გაკეთება ხდება დისტანციურად.

თქვენ ასევე შეგეძლებათ კომპიუტერული თამაშები ითამაშოთ ვირტუალურად, რეალურ დროში, ისე, რომ თავად იქნებით თამაშის მთავრი პერსონაჟი. ასევე, ქარხნებში მომუშავე რობოტების მარგი ქმედების კოეფიციენტიც საგრძნობლად გაიზრდება და პროდუქტის წარმოება 1000-ჯერ გაიზრდება.

5G არის მომავლის რევოლუცია და კომპანიები უკვე მილიარდობით დოლარს ხარჯავენ მის განვითარებაში. მოიხედავად ამისა, ყოველი ზემოთხსენებული არ ნიშნავს, რომ 5G ტექნოლოგია უნაკლოა. იგი სიხშირისთვის იყენებს მილიმეტრი სიგრძის ტალღებს, 4G-თან შედარებით ეს 150-ჯერ პატარაა. მოკლე ტალღებს და მაღალ სიხშირეებს ერთი სერიოზული პრობლემა აქვთ. მათ არ შეიძლით დიდ დისტანციაზე გავრცელება. 4G-ის სიგნალს 10 კილომეტრის რადიუსს შეუძლია მიაღწიოს ისე რომ სიგნალი არ დაკარგოს, 5G-ისთვის კი 300 მეტრი მაქსიმუმია და მის რალბს არ შეუძლია კედლებში გასვლა, ან უბრალოდ წვიმა მისთვის დიდი დაბრკოლებაა. ასეთი მოკლე ტალღების გამო საჭირო იქნება გაცილებით მეტი სიგნალის გადამცემების დაყენება. სავარაუდოდ ყოველ 200 მეტრში ერთი გადამცემი.

4G საშუალებას აძლევს მომხმარებელს 500 კვ.კმ-ზე 1 მილიონი მოწყობილობა ჩაერთოს ინტერნეტში. 5G კი საშუალებას მოგვცემს 1 მილიონ მოწყობილობა ჩავრთოთ ინტერნეტში 1კვ.კმ-ზე.

5G ტექნოლოგია საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, თუმცა ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი იხარჯება მისი განვითარებისთვის და როგორც მეცნიერები ამბობენ, მის რეალიზაციაში მოყვანამდე არც თუ ისე დიდი დრო რჩება.