“ბალეტი უნდა იყოს თავისთავადი. ბალეტი, უპირველესად, სილამაზე, პოეზიაა. ბალეტზე უნდა ვილაპარკოთ ესთეტიკური პოზიციებიდან, თუკი საერთოდ საჭიროა მასზე ლაპარაკი… მოცეკვავის ყველა უჯრედი უნდა მღეროდეს… მთელი ჩემი ცხვრების მანძილზე ვცდილობ რომ ადამიანის სხეულმა არ დაჰკარგოს თავისი აზრი და სილამაზე”.

                                                                          ჯორჯ ბალანჩინი

 

 

ჯორჯ ბალანჩინი, – სახელი, რომელსაც ამერიკული კლასიკური ბალეტის შექმნა უკავშირდება. სახელი, რომელსაც ამერიკული პუბლიკა აღმერთებდა. მის შექმნილ საბალეტო სკოლას  დღეს “ნიუ-იორკ სიტი ბალე” ეწოდება  და სწორედ ის წარმოადგენს ქვეყნის მთავარ საბალეტო სკოლას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი), რომელიც გახლდათ მელიტონ ბალანჩივაძის, – ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის ვაჟიშვილი, დაიბადა პეტერბურგში, 1904 წელს.  მელიტონ ბალანჩივაძემ შექმნა პირველი ქართული ოპერა, პირველი ქართული რომანსები. მისმა უმცროსმა ვაჟმა, ანდრია ბალანჩივაძემ დაწერა პირველი ქართული ბალეტი და პირველი სიმფონიის ნიმუში, პირველი საპორტეპიანო კონცერტი, მეორე ვაჟმა, გიორგი ბალანჩივაძემ კი შექმა ამერიკული ბალეტი.

 

View post on imgur.com

როგოც ბიოგრაფიული ცნობებით ირკვევა, ხუთი წყლის ყოფილა მომავალი ბალეტმაისტერი, როცა პირველად ფორტეპიანოზე დაუკრა, ცხრა წლისა კი უკვე პეტროგრადში მარიას თეატრთან არსებულ საბალეტო სექციაში ჩაირიცხა. 13 წლის ყოფილა გიორგი ბალანჩივაძე, როცა მამა და ძმა საქართველოში გაემგზავრნენ, ერთ წელიწადში დედაც საქართველოსკენ გზას დაადგა, თოთხმეტი წლის გიორგი კი მარტო დარჩა რუსეთში, თავის საყვარელ საქმესა და ოცნებასთან. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი განშორება, რადგან მას მომდევნო 45 წლის მანძილზე საკუთარი ძმა თვალითაც არ უნახავს, მშობლები კი რათქმაუნდა ცოცხლები ვეღარ იხილა. 15 წლის ასაკში დაამთავრა საბალეტო სკოლა პეტროგრადში და საბალეტო დასში ჩაირიცხა. ცეკვის პარალელურად ეუფლებოდა ფორტეპიანოს, მუსიკის თეორიას, კომპოზიციას. სწორედ მაშინ გამოსცადა სიღარიბეც, ხშირად უწევდა ლუკმა-პურისთვის კაბარეებში ფორტეპიანოზე დაკვრა.

გიორგი ბალანჩივაძემ დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია და 1924 წელს ის გაემგზავრა საზღვარგარეთ საცხოვრებლად.  1925-1929 წლებში ის იყო პარიზში “ს. დიაგილევის რუსული საბალეტო ბასის” ბალეტმაისტერი, სწორედ ამ დროიდან დიაგილევის რჩევით, ის ხდება ჯორჯ ბალანჩინი. ამ დასში მან 9-ზე მეტი ბალეტი დადგა. ამავდროულად იყო მიწვეული ბალეტმაისტერი დანიის სამეფო ბალეტში. როგორც ირკვევა მისთვის ევროპაში მოღვაწეობა რთული აღმოჩნდა, მას “ხელმოცარულ არტისტს” ეძახდნენ. ამავე პერიოდში მიიღო ტრამვა და დაავადდა ტუბერკულიოზით.

View post on imgur.com

 

1932 წელს ბალანჩინი ხდება ბალეტმაისტერი ფრანგული საბალეტო დასისა, “ბალე რიუს დე მონტე კარლოს” . 1933 წელს კი მან დაარსა სკუთარი საბალეტო დასი  “ბალე-1933”. ამ დასის ხანგრძლივობა ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა ბალანჩინიმ  მხოლოდ ერთ სეზონზე დადგა 6 ბალეტი. ბრიტანეთში გასტროლების დროს, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვიეს, რის შემდეგაც ის გაემგზავრა ამერიკაში, ნიუ-იორკში, სადაც დაარსა “ამერიკული საბალეტო სკოლა”, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც “ნიუ-იორკ სიტი ბალე”.

მისმა დადგმულმა “სერენადამ” გახსნა გზა ტრიუმფისკენ და აღიარებისკენ, რასაც მოჰყვა სხვა სპექტაკლები და კომპოზიტორ სტრავინსკისთან ხანგრძლივი თანამშრომლობა, მის მუსიკაზე შექმნილი ბალეტი და სწორედ ამ პერიოდში ჰყვავის ამერიკული ბალეტი და ბალანჩინის გენია მსოფლიოში.

View post on imgur.com

 

დიდებისა და აღიარების მწვერვალზე მყოფი ბალანჩინი, 1962 წელს ჩამოდის პეტერბურგში, სადაც აეროპორტში, ბოლოს 45 წლის წინ,  12 წლის ასაკში ნანახი ძმა ელოდება. იხსენებენ, რომ ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი შეხვედრა. შემდეგ ბალანჩინი ქუთაისში ჩადის მშობლების საფლავების მოსანახულებლად და გრძელდება მისი მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში. მისი ძმა იხსენებს, რომ ბალანჩინი გაოცებული და გაოგნებული იყო ქართული ცეკვით, ქართული ფოლკლორით, “მეორე ჩამოსვლაზე ბალანჩინი უკვე ქართველობდაო”, იხსენებს მისი ძმა ანდრია ბალანჩივაძე.

ბალანჩინიმ ქართული არ იცოდა, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ როგორც ჩანს მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მისმა მშობლიურმა ქვეყენამ. აღმერთებდა ქართული სამზარეულოს. მის ავტობიოგრაფიულ წიგნში, ხშირად აღნიშნავს რომ ამაყობს ქართველობით.

ეს იყო ადამიანი, რომელმაც ამერიკას ბალეტი აჩუქა. მსოფლიოს ამერიკული ბალეტი, საქართვლოს კი საკუთარი შვილით განსაკუთრებული სიმაყის შეგრძნება. ქორეოგრაფიის ისტორიაში ეს იყო ადამიანი, რომელმაც ქორეოგრაფიული საზღვრები გაარღვია და სამყაროს ახალი ცეკვა აჩუქა. ქართული სული მქონე, მსოფლიო ცეკვა.

ამბობენ, რომ მან მუსიკა თარგმნა ცეკვად.

მისმა ასეთმა ახლო ურთიერთობამ მუსიკასთან, მის ქორეოგრაფიაზე უდიდესი ზეგავლინა მოახდინა, მან მოცეკვავის სხეულით მუსიკის გამოხატვა შეძლო, ცეკვას შეერწყა მუსიკის ძალა, მოცეკვავემ მის ხელში არამხლოდ სპექტაკლი დადგა, არამედ მოძრაობებით მოჰყვა სიმღერა. იმღერა სხეულით.  ამიტომაც არის ბალანჩინის ბალეტი ასეთი დიდებული, მასში მუსიკა და ცეკვა ერთსულ მოძრაობენ, ერთმანეთზე შეყვარებული წყვილივით.

View post on imgur.com

იმდროინდელი ამერიკული ჟურნალი “ბალეტი” წერდა: “ცეკვისა და მუსიკის რიტმის ერთიანობას, ხედვითი და სმენითი შთაბეჭდილებების შესაბამისობას, ამერიკული ბალეტი ჯორჯ ბალანჩინს უნდა უმადლოდეს”. საბჭოთა ცენზურა კი მას მაინც არ აღიარებდა, როგორც დიდ ქორეოგრაფს, ამტკიცებდა, რომ ბალანჩინის ბალეტებს მომავალი არა აქვთ. თუმცა, საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა ბალანჩინის შეუდარებელი ნიჭი, როვა ის თავის დასთან ერთად საბჭოთა კავშირს ეწვია.

მისმა სახელმა მსოფლიო აღიარება ჰპოვა და დღემდე ქორეოგრაფიაში ითვლება, რომ ბალანჩინიმ გაარღვია ის საზღვრები, რომელიც მუსიკასა და ცეკვას შორის არსებობდა, გადალახა სტანდარტული ცეკვის მანერა და ამით განუმეორებელი გახადა საკუთარი შემოქმედება.

1983 წელს ბალანჩინი გარდაიცვალა. მემკვიდრე არ ჰყოლია. დაკრძალულია ნიუ-იორკის შტატში.

ბალანჩინის სახელობის ქუჩა მანჰეტენზე.

View post on imgur.com