დღეს საქართველოს დროით 23:00-ზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფიანლში “მანჩესტერ იუნაიტედი” კატალონიის “ბარსელონას” უმასპინძლებს. ერთ-ერთ კონფერენციაზე, როდესაც “იუნაიტედის” ცენტრალურ მცველს, კრის სმოლინგს, ჰკითხეს მესიზე, მან ასე უპასუხა:

“ამ სეზონში იმდენად იღბლიანი ვარ, რომ რონალდოს და მბაპეს წინააღმდეგ ვითამაშე. ასეთი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევა და სიამოვნებაა. მესი? გამოუშვით! მე მზად ვარ.” 

ამ პასუხს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც “იუნაიტდის,” ასევე “ბარსელონას” ფანებისგან. ქვემოთ წარმოგიდგენილია რამდენიმე სახალისო კომენტარი:

“მანჩესტერის ფანი ვარ და მინდა სმოლინგის მაგივრად ბოდიში მოგიხადოთ. ნუ გამოუშვებთ მესის, ან რამე მსგავსი. ძალიან გთხოვთ.”

•••
“თამაშის შემდეგ სმოლინგი იტყვის: ‘მე ტიაგო მესიზე ვლაპარაკობდი და არა ლეო მესიზე’.”

•••
“ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც “ვულვზის” წინააღმდეგაც კი ვერ დაიცვა საკუთარი კარი.”

•••
“ნოიერმაც ასეთი შეცდომა დაუშვა, იმდენი იყბედა. შენთვის ვილოცებ სმოლინგ.”

•••
“ალბათ ლეგენდარული სმოლინგის კომენტარის შემდეგ მესის უძილო ღამეები ელის.”

•••
“სმოლინგს გადასახადები უნდა დაუწესონ, იმ სიმყრალისთვის რაც პირიდან ამოსდის.”

•••
“მახსოვს ბოატენგი და ნოიერიც ასეთ დიდ გულზე იყვნენ.”

•••
“სმოლინგი მასხარაა. ‘იუნაიტედის’ ფანი ვარ და ვერც კი წარმოვიდგენ რა სისულელეების გაკეთებას აპირებენ ეს და ფილ ჯონსი მესისა და სუარესის წინააღმდეგ.”