Home კატეგორიის გარეშე ნახეთ: "Avengers: Endgame"-ის პრემიერამ სოციალური მედია შოკში ჩააგდო

ნახეთ: “Avengers: Endgame”-ის პრემიერამ სოციალური მედია შოკში ჩააგდო

როგორც იქნა! “Avengers: Endgame”-ი ეკრანებზე გამოჩნდა. გუშინ, ლოს ანჯელესის კოლიზეუმში, Marvel-ის კინოსამყაროს ეპიკური ფინალის პრემიერა შედგა. პრემიერის დასასრულს, ფილმის ყველა პერსონაჟი ეკრანის წინ წარსდგა და მაყურებლის წინაშე ქედი მოხარეს, საპასუხოდ კი მაყურებლისგან საოცარი ოვაციები მოჰყვა. მათ შორის იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კევინ ჰარტი და მეთ დეიმონი.

კრიტიკოსების სრულ შეფასებებს ხვალ შემოგთავაზებთ. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ იმ ხალხის რეაქციები, რომლებიც პრემიერას ესწრებოდნენ:

“Endgame კარგი გამოვიდა. უფრო სწორად, ძალიან კარგი. უფრო სწორად ეს ფანტასტიკური იყო!”

“ეს იყო საოცრად ეპიკური. 22 ფილმის კულმინაცია, რომელიც უბრალოდ კი არ აჯამებს ისტორიას, არამედ მით უფრო ფართოს ხდის. მისი ყურებისას გაცილებით მეტს შეიტყობთ წინა ნაწილებიდან. საოცარი დასასრული ჰქონდა.” 

“არ შემიძლია გაჩუმება. Endgame არის ყველაფერი რაც გინდოდა, რომ ყოფილიყო და კიდევ უფრო მეტი. შოკში ვარ. საოცარი შეჯამება ბოლო 11 წლის, სადაც ყველაფერი მთავრდება საუკეთესო გზით, რაც კი შეგვეძლო, რომ წარმოგვედგინა. ყოველგვარი ეჭვების გარეშე, ეს არის ჩემი ფავორიტი ფილმი მარველის კონოსამყაროდან. გაოცებული ვარ.”

“Endgame სრულებით დააკმაყოფლებს თქვენს წყურვილს არამარტო Infinity War-ის, არამედ მის წინამორბედი ფილმებისა. ამიტომ არის მარველი საუკეთესო. ამას გეუბნებათ ადამიანი, რომელიც მაინც და მაინც არ გიჟდება Infinity War-ზე. Endgame ღირს სანახავად!”

“არ ვიცი თუ იარსებებს ვინმე, ვინც იმედგაცრუებული გამოვა კონოთეატრიდან. ფილმი სავსეა დაუჯერებელი კადრებით და პატარა პერსონაჟული მომენტებით, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტს მოგანდომებთ. ეს არის ეპიკური შეჯამება 10 წლიანი პროექტისა. დიდი მადლობა ვინც ამ ყველაფერზე იმუშავა.”

“საოცარი შემოქმედება და გაწეული შრომა. მარველს და დისნეის შუძლიათ იყვნენ ამაყები ამ მომენტით. და ალბათ არიან კიდეც.”

“Endgame-ის ყურებისას ხმამაღლა ვიცინოდი, ტაშს ვუკრავდი მთელი ძალით და ვტიროდი მთელი გულით. ეს ფილმი ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს და არის საოცარი კულმინაცია სრუალიად მარველის კინოსამყაროსთვის.”

“Endgame-ი საუკუნის ფილმია. სულისშემკვრელი! ალბათ 8 საათიანი ფილმია, მაგრამ თითქოს 2 წუთი გაგრძელდა. იყო სიურპრიზები (ეპიზოდური როლები, წარსული მომენტების შეხსენებები, სხვადასხვა ვარცხნილობები). საოცრად კარგად შეჯამებული. მარველის ფანები გაგიჟდებიან, როცა ფილმს ნახავენ.” 

“Avengers: Endgame”-ის პრემიერა ამერიკის კინოთეატრებში 26 აპრილს შედგება და მისი ხალგრძლივობა 3 საათს აჭარბებს. ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

Must Read

The Secret to Your Company’s Financial Health is Very Important

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

A Look at How Social Media & Mobile Gaming Can Increase Sales

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Boxtrade Lands $50 Million in Another New Funding Round with IBM

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Dell Will Invest $125 Billion in China’s Tech in the Next 5 Years

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Mobile Marketing is Said to Be the Future of E-Commerce

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...