Home კინო ფანი, რომელმაც "ვინტერფელის ბრძოლის" შედეგი 1 წლის წინ იწინასწარმეტყველა

ფანი, რომელმაც “ვინტერფელის ბრძოლის” შედეგი 1 წლის წინ იწინასწარმეტყველა

ზუსტად 1 წლის წინ, “სამეფო კარის თამაშების” ერთ-ერთმა ფანმა, საკუთარი თეორია გამოაქვეყნა Reddit-ზე, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ:

“ამ სეზონში (საუბარია მე-7 სეზონზე) თვალში ხშირად მხვდება ბრანის მოკვლისთვის განკუთვნილი მახვილი. მიჩნდება კითხვა, რატომ იმსახურებს ეს მკვლელის მახვილი (ხანჯალი) ამხელა დროს იმ სეზონში, სადაც მოვლენები სწრაფად ვითარდება და უმნიშვნელო დეტალებისთვის დრო არ არის? 

პირველ სეზონში კეტლინმა ეს ხანჯალი მეისტერ ლუინს, სერ როდრიკს, რობ სტარკს და თეონ გრეიჯოის აჩვენა, რომლებმაც უთხრეს, რომ ეს მშვენიერი ქმნილება გამოჭედილია ვალირიული ფოლადისგან, რომლის ტარიც დრაკონის ძვლისგან იყო დამზადებული. 

მე-6 სეზონში ჩვენ ვხედავთ, რომ ტყის მცველი დრაკონის შუშას უყრის კაცს, რომელიც შემდეგ ღამის მეფედ გვევლინება. რა დაემართა ამ დრაკონის შუშის პატარა ნაჭერს? 

მე-7 სეზონში ეს ხანჯალი ისევ თვალში გვხვდება. წიგნში, ძველ ქალაქში. ამ ხანჯალს დიდი ისტორია აქვს. რატომ აქვს ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ამ ვალერიულ ხანჯალს სხვა ვალერიულ ხმლებთან შედარებით? შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ბრანი არიას აძლევს ამ ხანჯალს. მან ზუსტად იცის რაც მოხდება. და არია რას გააკეთებს ამ ხანჯლით? 

მე გეტყვით რასაც. არია ღამის მეფეს ჩააძაღლებს! იმიტომ, რომ ამ ხანჯალს აქვს იმ დრაკონის შუშის ნაწილი, რომელიც ტყის მცველება გამოიყენეს, როდესაც ღამის მეფე შექმნეს. ეს ხანჯალი ის მაგიური “წაშლის ღილაკია,” რომელსაც ყველა ასე ველოდებით. ეს არის ჩემი თეორია.”  

შეგახსენებთ, რომ ეს ყვეაფერი ამ ადამიანმა 1 წლის წინ დაწერა. თეორიის ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

View post on imgur.com

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

Must Read

The Secret to Your Company’s Financial Health is Very Important

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

A Look at How Social Media & Mobile Gaming Can Increase Sales

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Boxtrade Lands $50 Million in Another New Funding Round with IBM

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Dell Will Invest $125 Billion in China’s Tech in the Next 5 Years

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...

Mobile Marketing is Said to Be the Future of E-Commerce

A coffee break in the United States and elsewhere is a short mid-morning rest period granted to employees in business and industry. An afternoon...